გურჯაანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.12.2019
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016463
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2019
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.12.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი | გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38
2019 წლის 24 დეკემბერი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს საპატიო წოდებები: „გურჯაანის საპატიო მოქალაქე“, „წლის გურჯაანელი“, „დამსახურებული მოღვაწე“.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს „გურჯაანის საპატიო მოქალაქის“, „წლის გურჯაანელის“ და „დამსახურებული მოღვაწის“ საპატიო წოდების მინიჭების სამართლებრივ საფუძვლებს და მისი განხილვის წესს.
2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება მოიცავს შემდეგ წოდებებს:
ა) „გურჯაანის საპატიო მოქალაქე“;
ბ) „წლის გურჯაანელი“;
გ) „დამსახურებული მოღვაწე“;
2. საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა.
მუხლი 2🔗.
„გურჯაანის საპატიო მოქალაქის“ წოდება
1. „გურჯაანის საპატიო მოქალაქის“ წოდება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქე(ებ)ს, გურჯაანის მუნიციპალიტატის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის; ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის; შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტზე უანგარო ზრუნვისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, ასევე გურჯაანელების ერთგული სამსახურისთვის;
2. „გურჯაანის საპატიო მოქალაქის“ წოდება ენიჭებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის წინაშე, გურჯაანის მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
მუხლი 3🔗.
„წლის გურჯაანელის” წოდება
1. „წლის გურჯაანელის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს გურჯაანის მკვიდრს, რომელმაც:
ა) უანგარო დაფინანსება და მხარდაჭერა გაუწია გურჯაანის მუნიციპალიტეტში კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების სფეროს განვითარებას;
ბ) განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა სატელევიზიო, სოციალურ და სხვა საინფორმაციო ქსელში მუნიციპალიტეტის წარმოჩენის კუთხით;
გ) მიიღო მონაწილეობა ისეთ ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, ინფრასტრუქტურულ და ინოვაციურ პროექტებში, რომლებიც საზოგადოებაში ეფექტურად რეალიზდა, დაინერგა პრაქტიკაში და დაიმსახურა მოსახლეობის ყურადღება-მოწონება;
დ) ხელი შეუწყო ახალი ტექნოლოგიების დანერგვას;
ე) წვლილი შეიტანა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებაში. პიროვნული თვისებებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შედეგად დაიმსახურა ორგანიზაციების, საქმიანი წრეების, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისგან მაღალი შეფასება;
ვ) ხელი შეუწყო მოვლენის ინიციირებას, რამაც გამოიწვია ფართო რეზონანსი ან შევიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ისტორიაში და დადებითად აისახა მუნიციპაიტეტის იმიჯზე;
ზ) საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური სამოქალაქო პოზიციით და სოციალურად მნიშვნელოვანი ქმედებებით მაგალითი მისცა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული წოდების მინიჭებისას მიეთითება ის კალენდარული წელი, რომლის განმავლობაშიც შეფასდა კანდიდატის საქმიანობა.
მუხლი 4🔗.
„დამსახურებული მოღვაწის“ წოდება
„დამსახურებული მოღვაწის“ წოდება ენიჭება პირს, რომელმაც პიროვნული და პროფესიული დამსახურებით, მიღწევებით და შესაძლებლობებით თავი გამოიჩინა რომელიმე სფეროში (დარგში) და მოახდინა შესაბამისი სფეროს (დარგის) პოპულარიზაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტში (მაგ., დამსახურებული ექიმი, დამსახურებული პედაგოგი, დამსახურებული არქიტექტორი და სხვა).
მუხლი 5🔗.
საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
1. საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:
ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს;
გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
დ) საინიციატივო ჯგუფს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით;
ე) დადგენილი წესით რეგისტრირებულ საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, წარდგენილი კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების აღნიშვნით;
ბ) ბიოგრაფიული ცნობები;
გ) წარდგენილი კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები;
დ) კანდიდატის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
3. დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საბოლოო დასკვნას წარუდგენს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები და მერიის საჯარო მოსამსახურეები.
4. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) გურჯაანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ.
მუხლი 6🔗.
საპატიო წოდების მინიჭება
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებას ანიჭებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
2. საპატიო წოდების მინიჭებისას პირს გადაეცემა შესაბამისი წოდების აღმნიშვნელი მოწმობა წარწერით – „გურჯაანის საპატიო მოქალაქე“, „წლის გურჯაანელი” ან „დამსახურებული მოღვაწე“.
3. საპატიო წოდების მინიჭების მოწმობას ხელს აწერს გურჯაანის მუნიციაპლიტეტის მერი და დასტურდება გურჯაანის მუნიციაპლიტეტის მერიის ბეჭდით.
მუხლი 7🔗.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების აღრიცხვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები კეთდება სპეციალურ წიგნში, რომლის აღრიცხვას აწარმოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია.