„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2020 წლის 22 იანვარი ქ. ლაგოდეხი |
2.დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინჭების წესი დანართის შესაბამისად.“
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესი“.
4.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში რეგისტრაციის ადგილის შესახებ.“.
5.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ჯილდო გაიცემა მხოლოდ 2020 წლის 1 იანვრიდან მიღწეული წარმატებებისათვის იმ სპორტსმენებზე, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ აღიარებული სპორტული ფედერაციების მიერ გაცემულ ტიტულის დამადასტურებელ დოკუმენტს.“.
6. დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:
„მუხლი 6
ჯილდოს გაცემის დაფინანსება მოხდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის „წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების“ პროგრამიდან.“.
|