„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიცი პალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №138 |
|
2020 წლის 29 იანვარი ქ. ქუთაისი |
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია მეორადი სტრუქტურული ერთეულები:
ა) ეკონომიკური განვითარებისა და ტრანსპორტის განყოფილება;
ბ) ქონების რეგისტრაციისა და განკარგვის განყოფილება.“.
2. მე-8 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სამსახურის ეკონომიკური განვითარებისა და ტრანსპორტის განყოფილება
ეკონომიკური განვითარებისა და ტრანსპორტის განყოფილების ფუნქციებია კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და სამეწარმეო აქტივობების სტიმულირებისათვის ადგილობრივი, ინტერმუნიციპალური, რეგიონალური და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება, მათ შორის კონფერენციების, ფორუმების, სიმპოზიუმების, ტრენინგების, გამოფენა-ბაზრობების, ბეჭდური გამოცემების, სარეკლამო-საპრომოუშენო აქციების ორგანიზება;
ბ) ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ანალიზისათვის შესაბამისი უწყებებიდან სტატისტიკური ინფორმაციის, მონაცემების, მაჩვენებლების შეგროვება, დამუშავება და დარგობრივი კვლევების ჩატარება;
გ) ადგილობრივი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
დ) შიდა და გარე პოზიციებზე ადგილობრივი ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენის ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, საერთაშორისო და რეგიონალურ გამოფენა – ბაზრობებში, კონფერენციებში, სემინარებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა;
ე) ადგილობრივ გადასახადებსა და მოსაკრებლებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ვ) ადგილობრივ მეწარმეებთან თანამშრომლობის, გამჭვირვალე და კორუფციისაგან თავისუფალი საკომუნიკაციო ქსელის შექმნისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ზ) მოქალაქეთა სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობისათვის წინადადებების, რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავება და განხორციელების კოორდინირება;
თ) მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის („SEAP“) განხორციელების კოორდინაცია, მონაცემთა ბაზის შექმნა;
ი) ენერგოეფექტურობაზე ორიენტირებული საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, ადგილობრივ დონეზე მათი დანერგვისათვის წინადადებების მომზადება, კერძო და საჯარო ინიციატივების ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო, საგანმანათლებლო, სადემონსტრაციო და საკონსულტაციო ინსტრუმენტების შემუშავება;
კ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების მოთხოვნათა დაკმაყოფილების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის პროცესის კოორდინირება ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში;
ლ) სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით პროექტების, წინადადებების მომზადება;
მ) საქალაქო ტრანსპორტის სფეროს განვითარების მიზნით პროგრამების შემუშავება და მათი რეალიზების ხელშეწყობა საზოგადოების მოთხოვნილებების გათვალისწინებით. აღნიშნულ პროგრამებში ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტების მომზადება;
ნ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფებისა და მგზავრობის ღირებულების გადახდის ფორმების თაობაზე წინადადებების მომზადება;
ო) წინადადებების მომზადება ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაკრებლის ამოღების რეგულირების თაობაზე, მოსაკრებლის გადახდის კოორდინაცია და კონტროლი;
პ) დადგენილ მარშრუტებზე მგზავრთა ნაკადების შესწავლის ორგანიზება, ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო- სატრანსპორტო სქემებში ცვლილებების თაობაზე წინადადებების მომზადება;
ჟ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა საქართველოს კანონმდებლობის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სამართლებრივი აქტების საფუძველზე;
რ) საქალაქო მარშრუტებზე გადამზიდავთა საქმიანობის კოორდინირება;
ს) გადამზიდავთა მიერ სანებართვო პირობების დაცვის კონტროლი;
ტ) ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირებისა და მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებების დაყენებაზე, მოხსნასა და მონიშვნაზე შესაბამის სამსახურებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან და სტრუქტურებთან კოორდინაცია და წინადადებების მომზადება;
უ) წინადადებების მომზადება M1, M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის, გაჩერებების განსაზღვრისა და გაჩერებებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში მონაწილეობის მიღება შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად;
ფ) შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან შეთანხმებით, ქუჩებსა და მოედნებზე საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის ორგანიზების სხვა საშუალებების დაყენების/მოხსნის, მონიშვნითი სამუშაოების განხორციელებაზე წინადადებების მომზადება და კოორდინაცია;
ქ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.
3. ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლი.
|