„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2022 წლის 25 მაისი ქ. ქუთაისი |
1. დადგენილების №1 დანართის მე-7 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებისა და პროგრამების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგსა და შეფასებას; კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ) ეკონომიკური აქტივობების სტიმულირებისათვის ადგილობრივი, ინტერმუნიციპალური, რეგიონალური და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებას, მათ შორის: კონფერენციების, ფორუმების, სიმპოზიუმების, ტრენინგების, გამოფენა-ბაზრობების, ბეჭდური გამოცემების, სარეკლამო-საპრომოუშენო ღონისძიებების ორგანიზებას;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვასა და უფლებრივი ზონირების პროცესში ჩართულობას;
დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;
ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი უძრავი ქონებების მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციას;
ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას, წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
თ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
ი) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების, ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
კ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას;
ლ) მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის („SEAP/SECAP“) განხორციელების კოორდინაციას;
მ) მდგრადი განვითარებისა და ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფისათვის ღონისძიებების დაგეგმვასა და კოორდინირებას;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, მუნიციპალური საბინაო ფონდის (როგორც ექსპლუატაციაში არსებული, ისე მშენებარე) აღრიცხვა-განაწილებას (მისი არსებობის შემთხვევაში);
ო) კომპეტენციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეთა დროებითი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფის ხელშეწყობას;
პ) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მოქალაქის განცხადებების განხილვას, კანონით დადგენილი წესით;
ჟ) მერის ბრძანების საფუძველზე, საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრების უფლების მოწმობის გაცემას;
რ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.
2. დადგენილების №1 დანართის მე-10 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების რეგისტრაციისა და განკარგვის განყოფილება
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების რეგისტრაციისა და განკარგვის განყოფილება კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხვა-რეგისტრაციას, გამიჯვნა-გაერთიანებას, უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირებას ფართობის უცვლელად;
ბ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის პროექტების მომზადებას;
გ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასა და განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე წარდგენის ორგანიზებას;
დ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების რეალიზაციის მიზნით, აუქციონის ორგანიზებას, ჩატარებასა და შედეგების გაფორმებას;
ე) მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის შემთხვევაში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულების მონიტორინგსა და ანალიზს;
ვ) უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციისთვის უძრავი ქონების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზებისა და სხვა სამუშაოების წარმოებას;
ზ) „ქალაქ ქუთაისში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და ზონების საზღვრების განსაზღვრის შესახებ“ შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;
თ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების) რეგისტრაციისათვის წინადადებების შემუშავებას, ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობას და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას;
ი) თვითმმართველი ერთეულის ქონების მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში;
კ) წინადადებების მომზადებას ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების კატეგორიის შეცვლის თაობაზე, საკრებულოსათვის წარსადგენად, მათ შორის ფართის ცვლილებით;
ლ) წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემის შესახებ, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემას, გადმოცემის პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას კომპეტენციის ფარგლებში;
მ) ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემას;
ნ) იჯარით გაცემული ქონების (მათ შორის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურისათვის;
ო) ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობის, ან საკუთრების უფლებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ან/და ვალდებულებების დადასტურებამდე ისეთი სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემას, რომლითაც არ მცირდება გადაცემული ქონების ღირებულება;
პ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენას;
ჟ) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მოქალაქის განცხადებების განხილვას, კანონით დადგენილი წესით;
რ) მერის ბრძანების საფუძველზე, საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრების უფლების მოწმობის გაცემას;
ს) კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით მუნიციპალური საბინაო ფონდის (როგორც ექსპლუატაციაში არსებული, ისე მშენებარე) აღრიცხვა-განაწილებას (მისი არსებობის შემთხვევაში);
ტ) კომპეტენციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეთა დროებითი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფის ხელშეწყობას;
უ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის დაკავშირებული საკითხების განხილვას და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე წარდგენის ორგანიზებას, აუქციონის ორგანიზებას, ჩატარებასა და შედეგების გაფორმებას;
ფ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ან/და მის მართვას დაქვემდებარებული იურიდიული პირების საკუთრებაში (კაპიტალში) არსებული, ან საკუთრებაში მისაღები ქონების ღირებულებითი შეფასების სამუშაოების შესრულების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათი ღირებულებითი შეფასების დაკვეთას;
ქ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა მართვას ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით;
ღ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზს, ამ საწარმოთა ფინანსური ანგარიშების მიღების უზრუნველყოფას, მათი საქმიანობის თაობაზე ანგარიშების მოსმენას და შეჯამებული ანგარიშის წარდგენას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის;
ყ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა შესახებ ინფორმაციის მომზადებას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარსადგენად;
შ) საწარმოთა საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კუთვნილი დივიდენდების მობილიზაციას;
ჩ) საწარმოთა დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხების განხილვასა და კოორდინაციას, ამ საკითხებთან დაკავშირებული სათანადო წინადადებებისა და დოკუმენტაციის პროექტების მომზადებას;
ც) საწარმოებში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დამფუძნებლისათვის მინიჭებული (პარტნიორის/აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, შესაბამისი პროექტების მომზადებას, საწარმოთა მართვაში მონაწილეობის მიღებას, ასევე საწარმოების წესდებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადებას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე საწარმოთა კაპიტალში ცვლილებასთან დაკავშირებით;
ძ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა ხელმძღვანელი პირების დანიშვნა/გათავისუფლების, მათი სახელფასო განაკვეთების, საწარმოთა სტრუქტურის შესახებ შესაბამისი პროექტების მომზადებას და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენას;
წ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული), ასევე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და 50%-მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული, ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული, მოქმედი კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებული პროცედურების გატარებას;
ჭ) საწარმოებში თვითმმართველი ერთეულის, როგორც პარტნიორის წარმომადგენელთა დანიშვნა-არჩევის საკითხებთან დაკავშირებით წინადადებებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას;
ხ) მონაცემთა ბაზების შექმნას, დამუშავებას და ანალიტიკურ უზრუნველყოფასა და სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
ჯ) განყოფილების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების მომზადებას;
ჰ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
ჰა) თავის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვას;
ჰბ) სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას.“.
|