აუქციონში მონაწილეობის თაობაზე მაძიებელს უარი ეთქმება, თუ:
ა) მაძიებლის მიერ არასრულყოფილად იქნა წარდგენილი ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული საბუთები;
ბ) მის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს და დოკუმენტაციის მიღების ვადის დასრულებამდე არ იქნა გამოსწორებული მაძიებლის მიერ;
გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში