1. აუქციონი ტარდება ღია წესით.
2. ბეს ოდენობა განისაზღვრება სააუქციონო საწყისი ფასის 20%-ით, რომელიც შეტანილ უნდა იქნეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე და უკან უბრუნდება მაძიებელს დამარცხების შემთხვევაში. გამარჯვების შემთხვევაში ბე ჩაითვლება აუქციონზე გადახდილი თანხის ანგარიშში.
3. თუ მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს იტყვის აუქციონში მონაწილეობის თაობაზე, მის მიერ გადახდილი ბე ექვემდებარება დაბრუნებას.
4. მაძიებლის მიერ აუქციონზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში გადახდილი ბე დაბრუნებას არ ექვემდებარება.
5. აუქციონის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარე სთხოვს მაძიებელთა წარმომადგენლებს შესაბამისი წარმომადგენლობის დამადასტურებელ საბუთს. აუქციონში მონაწილეებს კომისია ანიჭებს მონაწილის ნომერს.
6. კომისიის თავმჯდომარე აცხადებს სააუქციონო ობიექტს, პირობებს, აგრეთვე ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სხვა მონაცემებს.
7. აუქციონის დასაწყისად ითვლება კომისიის თავმჯდომარის მიერ საწყისი ფასის გამოცხადება.
8. აუქციონის მსვლელობისას აუქციონის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს ხელშემშლელი პირი ორი შენიშვნის შემდეგ გააძევოს დარბაზიდან.
9. აუქციონის მსვლელობისას აუქციონის მონაწილე სწევს ხელს და ასახელებს თავის ფასს, რომელიც არ უნდა იყოს საწყის ფასზე ნაკლები. ბიჯი (ორი ერთმანეთის მომდევნო მონაწილის მიერ დასახელებულ ფასთა შორის სხვაობა) არ უნდა იყოს საწყისი ფასის 10 პროცენტზე ნაკლები.
10. კომისიის თავმჯდომარე საბოლოო მაქსიმალური ფასის სამჯერადი გამოცხადების შემდეგ აცხადებს სააუქციონო ობიექტს აუქციონის წესით შეძენილად იმ მონაწილის მიერ, ვინც დაასახელა მაქსიმალური ფასი. ეს მონაწილე ცხადდება გამარჯვებულად. გამოცხადებებს შორის დროის ინტერვალი არ შეიძლება აღემატებოდეს 2 წუთს.
11. აუქციონის მიმდინარეობა აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც აუქციონის დამთავრების შემდეგ ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. სხდომის ოქმი იკინძება და მოწმდება ადმინისტრაციის ბეჭდით. ოქმში სავალდებულოდ აისახება თითოეული მონაწილის მიერ დასახელებული მაქსიმალური ფასი.
12. აუქციონში გამარჯვებულის მიერ დასახელებული და, შესაბამისად გადახდილი თანხა მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
13. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს გამოცხადებულმა პირებმა, აუქციონი ცხადდება ჩაშლილად და მონაწილეებს გადახდილი ბე უკან არ უბრუნდება.
14. ავიაგადამზიდველის დანიშვნის და/ან ფრენის სიხშირის განაწილების დამადასტურებელი შეტყობინება იგზავნება აუქციონში გამარჯვებულის მიერ დასახელებული თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ადმინისტრაციაში წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარედგინოს ადმინისტრაციას აუქციონის ჩატარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
15. აუქციონში გამარჯვებულის მიერ დასახელებული თანხის ამ მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონი ჩაშლილად ცხადდება. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე უკან არ უბრუნდება.
16. თუ აუქციონში მხოლოდ ერთი მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად საწყისი ფასის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.
17. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვა დაწესებულია როგორც დანიშნულ ავიაგადამზიდველთა რაოდენობაზე (ერთზე მეტი), ისე ფრენის სიხშირეზე, მაშინ ამ წესის განსაზღვრული მოთხოვნით ჯერ დგინდება გამარჯვებულები დანიშნულ ავიაგადამზიდველთა რაოდენობაზე, რომლებიც შემდგომ იღებენ მონაწილეობას ფრენის სიხშირეების განაწილებასთან დაკავშირებულ აუქციონში.
18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დანიშნულ ავიაგადამზიდველთა რაოდენობა შეზღუდულია ერთამდე, მაშინ აუქციონში გამარჯვებული ავტომატურად იღებს ფრენის ყველა სიხშირის შესრულების უფლებას.
19. თუ აუქციონის გახსნილად გამოცხადებისას დადგინდა, რომ აუქციონში არ მონაწილეობს ყველა მაძიებელი და აუქციონში მონაწილე მაძიებელთა მიერ მოთხოვნილი დანიშვნის და/ან სიხშირეთა ჯამური მოთხოვნა არ აჭარბებს შეზღუდვით დადგენილ ოდენობას, აუქციონი წყდება და აუქციონში მონაწილე მაძიებლები მათ მიერ საწყისი ფასის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში ცხადდებიან გამარჯვებულად
მუხლი 12. აუქციონის გამართვის წესი
თავი IV — აუქციონი
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 სამუშაო დღის ვადაში
- ვადა 2 სამუშაო დღის ვადაში
- განაკვეთი 20%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. ავიაგადამზიდველის დანიშვნა და/ან ფრენის სიხშირეების განაწილება შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში
- მუხლი 7. აუქციონის გამართვის ვადები და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია
- მუხლი 8. აუქციონის გამართვის პირობა. აუქციონის ობიექტი
- მუხლი 9. განცხადება აუქციონში მონაწილეობის თაობაზე
- მუხლი 10. კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 11. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე
- მუხლი 13. საწყისი ფასი. დანიშვნის/ფრენის სიხშირის მოქმედების ვადა
- მუხლი 14. ავიაგადამზიდველის დანიშვნაზე/ფრენის სიხშირის განაწილებაზე უარის თქმის საფუძველი
- მუხლი 15. ავიაგადამზიდველის დანიშვნის და/ან ფრენის სიხშირის გაუქმების საფუძვლები
- მუხლი 16. აღიარების მისაღებად წარსადგენი საბუთები
- მუხლი 17. აღიარების მისაღებად წარდგენილი საბუთების განხილვის წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ“, მუხლი 12, №23, 27.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4786/muxli-12/