1. აუქციონის გამართვის პირობაა შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ საერთაშორისო საჰაერო ხაზ(ებ)ზე დაწესებულია შეზღუდვა და მოთხოვნა აჭარბებს შეზღუდვით გათვალისწინებულ რაოდენობას:
ა) ფრენის სიხშირეებზე;
ბ) დანიშნულ ავიაგადამზიდველთა რაოდენობაზე.
2. აუქციონი ჩაშლილად ითვლება, თუ მისმა ვერც ერთმა მონაწილემ ვერ დააკმაყოფილა ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
3. აუქციონის ობიექტს წარმოადგენს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აუქციონზე წარდგენილ კონკრეტულ საერთაშორისო საჰაერო ხაზზე გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების კვირაში ერთი სიხშირე, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აუქციონზე წარდგენილ კონკრეტულ საერთაშორისო საჰაერო ხაზზე დანიშნული ავიაგადამზიდველის სტატუსის მინიჭება
მუხლი 8. აუქციონის გამართვის პირობა. აუქციონის ობიექტი
თავი IV — აუქციონი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო და მიზანი
- მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები
- მუხლი 3. ზოგადი დებულებები
- მუხლი 4. ავიაგადამზიდველის დანიშვნა და/ან ფრენის სიხშირეების განაწილება შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში
- მუხლი 5. ავიაგადამზიდველის დანიშვნა და/ან ფრენის სიხშირეების განაწილება შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში
- მუხლი 7. აუქციონის გამართვის ვადები და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია
- მუხლი 9. განცხადება აუქციონში მონაწილეობის თაობაზე
- მუხლი 10. კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 11. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე
- მუხლი 12. აუქციონის გამართვის წესი
- მუხლი 13. საწყისი ფასი. დანიშვნის/ფრენის სიხშირის მოქმედების ვადა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ“, მუხლი 8, №23, 27.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4786/muxli-8/