ამ წესში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობებია:
ა) ავიაგადამზიდველის დანიშვნა – საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოსა და შესაბამის უცხო სახელმწიფოს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების (შემდგომში – საერთაშორისო ხელშეკრულება) ან ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობებისა და ამ წესის შესაბამისად, კონკრეტულ საერთაშორისო საჰაერო ხაზზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაცია) მიერ, საქართველოს ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭება და აღნიშნულის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ამ შესაბამისი უცხო სახელმწიფოს წერილობით ინფორმირება;
ბ) შესაბამისი უცხო სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელთანაც საქართველოს დადებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და ამ სახელმწიფოს სამოქალაქო აეროპორტებს შორის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების წესსა და პირობებს;
გ) ავიაგადამზიდველის აღიარება – ადმინისტრაციის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის სტატუსის აღიარება;
დ) დანიშვნის თარიღი – ადმინისტრაციის მიერ, დანიშვნასთან დაკავშირებით შესაბამისი უცხო სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებისათვის გაგზავნილ წერილში მითითებული თარიღი;
ე) დანიშვნის მაძიებელი – საქართველოს ავიაგადამზიდველი, რომელსაც ადმინისტრაციაში წარდგენილი აქვს განცხადება რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მიღების თაობაზე;
ვ) სიხშირის მაძიებელი – საქართველოს ავიაგადამზიდველი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად მინიჭებული აქვს რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსი და ადმინისტრაციაში წარდგენილი აქვს განცხადება ფრენის სიხშირის მიღების შესახებ;
ზ) აღიარების მაძიებელი – უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველი, რომელსაც ადმინისტრაციაში წარდგენილი აქვს განცხადება აღიარებასთან დაკავშირებით;
თ) შეზღუდვა –
თ.ა) საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად დადგენილი პირობა ფრენის სიხშირ(ეებ)ისა და/ან დანიშნული ავიაგადამზიდველ(ებ)ის კონკრეტული რაოდენობის თაობაზე;
თ.ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად საქართველოსა და შესაბამისი უცხო სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ფრენის სიხშირეების კონკრეტული რაოდენობის შესახებ;
ი) მოთხოვნა –
ი.ა) დანიშნულ ავიაგადამზიდველთა რაოდენობის შესახებ – დანიშვნის პირველი მაძიებლის მიერ ადმინისტრაციაში წარდგენილი განცხადებიდან ადმინისტრაციის მიერ რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში დანიშვნის მაძიებელთა რაოდენობა;
ი.ბ) ფრენის სიხშირეთა რაოდენობის შესახებ – სიხშირის პირველი მაძიებლის მიერ ადმინისტრაციაში წარდგენილი განცხადებიდან, ადმინისტრაციის მიერ ფრენის სიხშირეების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში სიხშირის მაძიებელთა მიერ მოთხოვნილი ფრენის სიხშირეთა ჯამური რაოდენობა;
კ) ფრენის სიხშირე – კვირაში რეგულარული საჰაერო მიმოსვლების რაოდენობა;
ლ) დანიშნული ავიაგადამზიდველი – საქართველოს ავიაგადამზიდველი, რომელსაც საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი პირობებისა და ამ წესის შესაბამისად კონკრეტულ საერთაშორისო საჰაერო ხაზზე მინიჭებული აქვს რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსი;
მ) უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველი – შესაბამის უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველი, რომელსაც საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად კონკრეტულ საერთაშორისო საჰაერო ხაზზე მინიჭებული აქვს რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსი;
ნ) ავიაგადამზიდველი – საჰაერო გადამყვან-გადამზიდველი;
ო) საქართველოს ავიაგადამზიდველი – საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველი;
პ) რეგულარული საჰაერო მიმოსვლა (გადაყვანა-გადაზიდვა) – მრავალჯერადი კომერციული სა-ჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელიც სრულდება გამოცხადებული განრიგის შესაბამისად, და რომლით სარგებლობის უფლებაც აქვს ნებისმიერ მომხმარებელს;
ჟ) რეისის ჩაშლა – დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ფრენის განრიგით გათვალისწინებული რეისის შეუსრულებლობა განრიგით გათვალისწინებული დროიდან 12 საათის განმავლობაში
მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები
თავი I — ზოგადი დებულებები
მთავარი მონაცემები
- ვადა 12 საათის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დამტკიცდეს რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარულ
- მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 25 იანვრიდან
- მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო და მიზანი
- მუხლი 3. ზოგადი დებულებები
- მუხლი 4. ავიაგადამზიდველის დანიშვნა და/ან ფრენის სიხშირეების განაწილება შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში
- მუხლი 5. ავიაგადამზიდველის დანიშვნა და/ან ფრენის სიხშირეების განაწილება შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში
- მუხლი 7. აუქციონის გამართვის ვადები და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია
- მუხლი 8. აუქციონის გამართვის პირობა. აუქციონის ობიექტი
- მუხლი 9. განცხადება აუქციონში მონაწილეობის თაობაზე
- მუხლი 10. კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 11. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ“, მუხლი 2, №23, 27.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4786/muxli-2-2/