1. რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოდან რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის (გადაყვანა-გადაზიდვის) განსახორციე-ლებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის დანიშვნასთან, დანიშნულ ავიაგადამზიდვე-ლებზე ფრენის სიხშირეების განაწილებასა და საქართველოში რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს დანიშვნის, ფრენის სიხშირეების განაწილებისა და აღიარების განმახორციელებელ ორგანოს და მის კომპეტენციას, დანიშნული ან აღიარებული ავიაგადამ-ზიდველის უფლებამოსილებას.
2. მწესის მიზანია საქართველოდან/საქართველოში რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება
მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო და მიზანი
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დამტკიცდეს რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარულ
- მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 25 იანვრიდან
- მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები
- მუხლი 3. ზოგადი დებულებები
- მუხლი 4. ავიაგადამზიდველის დანიშვნა და/ან ფრენის სიხშირეების განაწილება შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში
- მუხლი 5. ავიაგადამზიდველის დანიშვნა და/ან ფრენის სიხშირეების განაწილება შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში
- მუხლი 7. აუქციონის გამართვის ვადები და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია
- მუხლი 8. აუქციონის გამართვის პირობა. აუქციონის ობიექტი
- მუხლი 9. განცხადება აუქციონში მონაწილეობის თაობაზე
- მუხლი 10. კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 11. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ“, მუხლი 1, №23, 27.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4786/muxli-1-2/