1. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ ავიაგადამზიდველს.
2. დანიშნული ავიაგადამზიდველის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ დანიშვნის მაძიებელს, რომელმაც ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს:
ა) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული განცხადება და საბუთები;
ბ) აუქციონში მონაწილეობისათვის ბეს შეტანის დამადასტურებელი საბუთი.
3. ფრენის სიხშირეების განაწილებასთან დაკავშირებულ აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ დანიშნულ ავიაგადამზიდველს, რომელმაც განცხადებასთან ერთად ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს აუქციონში მონაწილეობისათვის ბეს შეტანის დამადასტურებელი საბუთი.
4. განცხადების გარეშე მაძიებელი აუქციონზე არ დაიშვება.
5. აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადების მიღება წყდება დადგენილ დღეს და საათზე.
6. კომისია აუქციონის ჩატარების თარიღამდე არა უგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღისა ადგენს მაძიებლის მიერ წარდგენილი საბუთების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
7. მაძიებელი უფლებამოსილია დოკუმენტაციის მიღების ვადის დასრულებამდე მოახდინოს დაშვებული უზუსტობების გასწორება