1. ადმინისტრაცია განსაზღვრავს აუქციონის გამართვის კონკრეტულ თარიღს, ამზადებს და წერილობით აწვდის საინფორმაციო შეტყობინებას დანიშვნის და/ან სიხშირის მაძიებელთათვის.
2. ინფორმაციას აუქციონის გამართვის შესახებ აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა ადმინისტრაცია აქვეყნებს:
ა) ადმინისტრაციის ოფიციალურ საიტზე;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ბეჭდვით ორგანოში.
3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) დანიშვნის განმახორციელებლის და/ან სიხშირის გამცემის დასახელებას;
ბ) კონკრეტული საერთაშორისო საჰაერო ხაზის დასახელებასა და მონაცემებს ამ საჰაერო ხაზზე შეზღუდვის და ამ შეზღუდვათა საფუძვლების შესახებ;
გ) დანიშვნის და/ან სიხშირის მაძიებლის განცხადების მიღებისა და აუქციონის გამართვის ვადებს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანიშვნის/ფრენის სიხშირეების განაწილების პირობებს;
ე) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმს;
ვ) საწყისი ფასის ოდენობას;
ზ) ბეს ოდენობას;
თ) დანიშვნით/ფრენის სიხშირის განაწილებით მინიჭებული უფლებების განხორციელების დაწყების ვადას, ფრენების რეგულარობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და სხვ.
4. აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.
5. განცხადების მიღების დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შესული განცხადება არ მიიღება
მუხლი 7. აუქციონის გამართვის ვადები და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია
თავი IV — აუქციონი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 25 იანვრიდან
- მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო და მიზანი
- მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები
- მუხლი 3. ზოგადი დებულებები
- მუხლი 4. ავიაგადამზიდველის დანიშვნა და/ან ფრენის სიხშირეების განაწილება შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში
- მუხლი 5. ავიაგადამზიდველის დანიშვნა და/ან ფრენის სიხშირეების განაწილება შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში
- მუხლი 8. აუქციონის გამართვის პირობა. აუქციონის ობიექტი
- მუხლი 9. განცხადება აუქციონში მონაწილეობის თაობაზე
- მუხლი 10. კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 11. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე
- მუხლი 12. აუქციონის გამართვის წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ“, მუხლი 7, №23, 27.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4786/muxli-7/