1. საქართველოდან/საქართველოში რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ხორციელდება:
ა) საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად;
ბ) საერთაშორისო ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-6 მუხლის („რეგულარული საჰაერო მიმოსვლა“) შესაბამისად:
ბ.ა) უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის მიერ საქართველოში ფრენების განხორციელებისას – სამინისტროს მიერ დადგენილი პირობ(ებ)ით;
ბ.ბ) საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის მიერ უცხო სახელმწიფოში ფრენების განხორციელებისას – ამ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ დადგენილი პირობებით.
2. საქართველოდან უცხო სახელმწიფოში რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების უფლება კონკრეტულ საერთაშორისო საჰაერო ხაზზე აქვს მხოლოდ:
ა) ამ წესის შესაბამისად დანიშნულ საქართველოს ავიაგადამზიდველს;
ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებაში რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის (გადაყვანა-გადაზიდვის) განსახორციელებლად რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის) მოთხოვნის არარსებობისას კი – საქართველოს ავიაგადამზიდველს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. უცხო სახელმწიფოდან საქართველოში რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების უფლება კონკრეტულ საერთაშორისო საჰაერო ხაზზე აქვს მხოლოდ უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველს, რომელიც:
ა) აღიარებულია ადმინისტრაციის მიერ ამ წესის VI თავის შესაბამისად;
ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებაში რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის (გადაყვანა-გადაზიდვის) განსახორციელებლად რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის) მოთხოვნის არარსებობისას აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
4. საერთაშორისო ხელშეკრულებაში ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებში შეზღუდვის არსებობისას საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდ-ველის დანიშვნა და/ან ფრენის სიხშირეების განაწილება ხორციელდება ამ წესის III თავის შესაბამისად.
5. საერთაშორისო ხელშეკრულებაში ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალის-წინებულ პირობებში შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში დანიშვნა და/ან ფრენის სიხშირეების განაწილება ხორციელდება ამ წესის II თავის შესაბამისად.
6. დანიშვნას/აღიარებას/ფრენის სიხშირეების განაწილებას, აგრეთვე დანიშვნაზე/აღიარებაზე/ფრენის სიხშირეების განაწილებაზე უარის თქმას ან დანიშვნის/აღიარების გაუქმებას ახორციელებს ადმინისტრაცია, ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
7. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის ზედამხედველობას ახორციელებს ადმინისტრაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. კონკრეტულ საერთაშორისო საჰაერო ხაზზე შეზღუდვის არსებობისას პირველივე დანიშვნის/სიხშირის მაძიებლის მიერ ადმინისტრაციაში განცხადების წარდგენისას, ასევე ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ აქვეყნებს ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციას და უგზავნის წერილობით შეტყობინებას საქართველოში რეგისტრირებულ მოქმედ ავიაკომპანიებს (რომლებიც ახორციელებენ რეგულარულ სამგზავრო გადაყვანა-გადაზიდვებს).
9. საერთაშორისო ხელშეკრულებით ისეთი ახალი პირობების დაწესებისას, რომელიც ადგენს კონკრეტულ საერთაშორისო საჰაერო ხაზზე დანიშნული ავიაგადამზიდველების და/ან ფრენის სიხშირეების უფრო ნაკლებ რაოდენობას, ახალი პირობების დაწესებამდე, ამ საჰაერო ხაზზე ავიაგადამზიდველების დანიშვნის და/ან ფრენის სიხშირეების განაწილების თაობაზე ადმინისტრაციის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება (შეტყობინება) კარგავს იურიდიულ ძალას და ავიაგადამზიდველების დანიშვნა და/ან ფრენის სიხშირეების განაწილება ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად.
10. საერთაშორისო ხელშეკრულებაში რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის (გადაყვანა-გადაზიდვის) განსახორციელებლად რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის) მოთხოვნის არარსებობისას, ადმინისტრაცია:
ა) უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველს უმტკიცებს მის მიერ წარდგენილ ფრენის განრიგს, თუ:
ა.ა) განრიგი შეთანხმებულია საქართველოს მომსახურე აეროპორტთან და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსთან;
ა.ბ) უცხო ავიაგადამზიდველი აკმაყოფილებს ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს;
ბ) საქართველოს ავიაგადამზიდველს უმტკიცებს მის მიერ წარდგენილ ფრენის განრიგს, თუ:
ბ.ა) განრიგი შეთანხმებულია საქართველოს მომსახურე აეროპორტთან და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსთან;
ბ.ბ) საქართველოს ავიაგადამზიდველი აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს.
თავი II
დანიშვნა და/ან ფრენის სიხშირეების განაწილება შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაშ
მუხლი 3. ზოგადი დებულებები
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დამტკიცდეს რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარულ
- მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 25 იანვრიდან
- მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო და მიზანი
- მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები
- მუხლი 4. ავიაგადამზიდველის დანიშვნა და/ან ფრენის სიხშირეების განაწილება შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში
- მუხლი 5. ავიაგადამზიდველის დანიშვნა და/ან ფრენის სიხშირეების განაწილება შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში
- მუხლი 7. აუქციონის გამართვის ვადები და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია
- მუხლი 8. აუქციონის გამართვის პირობა. აუქციონის ობიექტი
- მუხლი 9. განცხადება აუქციონში მონაწილეობის თაობაზე
- მუხლი 10. კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 11. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ“, მუხლი 3, №23, 27.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4786/muxli-3/