1. ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი:

ა) აწესრიგებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მისი აპარატის (გარდა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატისა) სამსახურებრივი დოკუმენტების რეგისტრაციასა და დაგზავნას, ორგანიზებას უწევს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას და უზრუნველყოფს საჭირო პირობების შექმნას თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დასამუშავებლად;

ბ) უზრუნველყოფს საიდუმლო კორესპონდენციის მიღებას, რეგისტრაციას, მოძრაობის გაფორმებას, გაგზავნას, დავალებათა შესრულების კონტროლს, საქმეთა ფორმირებას, არქივში დოკუმენტების ჩაბარებასა და დაცვას;

გ) უზრუნველყოფს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავებას, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზებას, აგრეთვე არქივის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებას, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიებასა და ასლების გაცემას;

დ) (ამოღებულია);

ე) უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, აღნიშნულთან დაკავშირებით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს;

ვ) ახორციელებს სხვა შესაბამის ღონისძიებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის უზრუნველსაყოფად.

2. ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის შემადგენლობაშია კანცელარია და მანდატურის სამსახური.

3. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან