„მუხლი 16510. საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულების დარღვევა

1. გაკოტრების მმართველის მიერ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-100 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.