1. ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირები, რომლებსაც შესრულებული აქვთ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მმართველის ფუნქციები, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში გადახდისუუნარობის პრაქტიკოსებად ჩაითვლებიან და უფლება აქვთ განახორციელონ შესაბამისი საქმიანობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაბამისი პირები განახორციელებენ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის უფლებამოსილებებს, თუ ისინი დააკმაყოფილებენ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციისათვის იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებ