1. ყოველ კრედიტორს შეუძლია თავისი მოთხოვნების ერთდროულად რეგისტრაცია/დადგენა ერთი მოვალის მიმართ სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებებში.

2. მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია, მის წარმოებაში არსებული გადახდისუუნარობის საქმის კრედიტორთა რეესტრში აღრიცხული მოთხოვნა ასევე დაარეგისტრიროს იმავე მოვალის მიმართ უცხო ქვეყანაში მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის ფარგლებში, თუ ასეთ რეგისტრაციას ითვალისწინებს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა. კრედიტორი უფლებამოსილია თავიდანვე უარი თქვას ან მოგვიანებით გაიხმოს ამგვარი რეგისტრაცია.

3. მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია, კრედიტორის სახელით ისარგებლოს ხმის მიცემის უფლებით ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად უცხო ქვეყანაში რეგისიტრებული მოთხოვნიდან გამომდინარე, თუ თავად კრედიტორი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებ