1. მოვალეს სპეციალური რეჟიმის სტატუსს ანიჭებს სასამართლო საკუთარი ინიციატივით ან ნებისმიერი დაინტერესებული პირის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე. სტატუსის მინიჭება შესაძლებელია საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე.
2. სპეციალური რეჟიმის სტატუსის მინიჭებისას სასამართლო აფასებს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის არსებითი ზიანის მიყენების რისკებს, რომელიც შესაძლებელია გამოიწვიოს მოვალის საქმიანობის შეჩერებამ/შეწყვეტამ ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში ცალკეული საპროცესო მოქმედებების განხორციელებამ.
3. მოვალისთვის სპეციალური რეჟიმის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებას სასამართლო განიხილავს 5 დღის ვადაში და გამოაქვს დასაბუთებული განჩინება.
4. თუ საქმის წარმოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ აღარ არსებობს ის საფუძვლები, რომელიც გახდა მოვალისთვის სპეციალური რეჟიმის სტატუსის მინიჭებაზე განჩინების მიღების საფუძველი, სასამართლოს შეუძლია საკუთარი ინიციატივით ან ნებისმიერი დაინტერესებული პირის ინიციატივით, რომელიც უნდა იყოს დასაბუთებული, მოვალეს მოუხსნას სპეციალური რეჟიმის სტატუსი. სპეციალური რეჟიმის სტატუსის მოხსნამდე სასამართლო მოუსმენს იმ პირს, ვისი განცხადების საფუძველზეც მოვალეს მიენიჭა სპეციალური რეჟიმის სტატუს