1. პირველი რიგის უზრუნველყოფილი კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს გაკოტრების მმართველს უზრუნველყოფილი ქონების იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გზით რეალიზაციის მოთხოვნით. გაკოტრების მმართველი უზრუნველყოფს ქონების რეალიზაციას პირველი რიგის იპოთეკარის მოთხოვნის შესაბამისად, გარდა ამ კანონის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. თუ უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ნივთის რეალიზაციის შემთხვევაში რეალიზაციის გზით ამონაგები თანხა აღემატება პირველი რიგის კრედიტორის მოთხოვნას, ნამეტი თანხით დაკმაყოფილდება ამავე ნივთზე რეგისტრირებული ყოველი მომდევნო რიგის უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო დარჩენილი თანხა მიიმართება გადახდისუუნარობის მასაში.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზაციის გზით ამონაგები თანხით დაკმაყოფილება მოხდება უზრუნველყოფის ღონისძიების (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების) რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად.
4. იმ უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, რომლის მოთხოვნაც ვერ დაკმაყოფილდა უზრუნველყოფის საგნის ამ მუხლის შესაბამისად რეალიზაციის გზით ამონაგები თანხის არასაკმარისი ოდენობის გამო, მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილი აისახება არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების რიგში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 301-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისა