1. გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია გადახდისუუნარობის მასის რეალიზაცია განახორციელოს ქონების რეალიზაციის კანონით დადგენილი ნებისმიერი ფორმით, გადახდისუუნარობის მასის ერთიანი კომპლექსის სახით ან მისი ცალკეული ნაწილების სახით რეალიზაციის გზით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმის შერჩევისას, გაკოტრების მმართველმა უნდა უზრუნველყოს ქონების იმ გზით რეალიზაცია, რომლიდანაც მოსალოდნელია უფრო მეტი თანხის ამოღება.
3. ანგარიშს რეალიზაციის ფორმის შერჩევის თაობაზე გაკოტრების მმართველი აქვეყნებს ამ კანონით დადგენილი წესით, რეალიზაციამდე სულ მცირე 10 დღით ადრე. კრედიტორი უფლებამოსილია, ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში მიმართოს გაკოტრების მმართველს ქონების რეალიზაციის ალტერნატიული გზის შეთავაზებით, რომელიც კრედიტორთა ერთობლიობისთვის უფრო მომგებიანი იქნება. გადაწყვეტილებას რეალიზაციის ფორმის თაობაზე იღებს გაკოტრების მმართველ