1. გაკოტრების მმართველმა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ და მმართველის ვინაობა, აგრეთვე, მისი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები.

2. რეჟიმის შეცვლის ან მართვაში მყოფ პირთან დაკავშირებით ცვლილება, როგორც მოვალის სარეგისტრაციო მონაცემებში შეტანილი ცვლილება, საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით რეგისტრაციას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდულ პირთა რეესტრშ