1. თუ საქართველოში მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მონაწილე კრედიტორი, თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, გადახდისუუნარობის მასის იმ აქტივების ხარჯზე აღსრულების განხორციელების გზით, რომელიც საქართველოში არ მდებარეობს, აგრეთვე მოვალის მიერ გადახდით ან სხვაგვარად მიიღებს რაიმე სარგებელს, მან მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს უნდა გადასცეს მიღებული. ამ შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმები.

2. საქართველოში მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მონაწილე კრედიტორი ვალდებულია მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს, მოთხოვნისამებრ, მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ ნებისმიერი სახის დაკმაყოფილების მიღების თაობაზ