1. უცხო ქვეყანაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება საქართველოში არსებულ უძრავ ქონებას ან/და კრედიტორებს, ცნობილი უნდა იქნეს საქართველოში უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისთვის „საერთაშორისო კერძო სამართლის“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. გარდა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზოგადი საფუძვლებისა, უცხო ქვეყანაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილების ცნობა დაუშვებელია, როდესაც ამგვარი ცნობა გამოიწვევს ისეთ შედეგს, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფუნდამენტურ მიზნებსა და პრინციპებ