საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება N16-ით დამტკიცებულ „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №42 |
|
2020 წლის 2 აპრილი ქ. თბილისი |
„1. ამ წესის მიზნებისთვის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა გაანგარიშდება შემდეგნაირად:
მზღვეველის საკუთარი კაპიტალი (სააქციო კაპიტალს დამატებული საემისიო კაპიტალი, გამოკლებული გამოსყიდული აქციები, დამატებული აკუმულირებული მოგება/(ზარალი), დამატებული „პერიოდის წმინდა მოგება/(ზარალი)“, დამატებული „ფასს-ის მიხედვით კაპიტალში აღსარიცხი ყველა სახის რეზერვი“) მცირდება შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით:
ა) გუდვილი და სხვა არამატერიალური აქტივების (წმინდა) 100%-ით;
ბ) ინვესტიციებით მეკავშირე კომპანიებში (მონაწილეობა კაპიტალში და გაცემული სესხები) 100%-ით;
გ) ინვესტიციებით შვილობილ კომპანიებში (მონაწილეობა კაპიტალში და გაცემული სესხები) 100%-ით;
დ) აქციები, რომელთა მიმოქცევა ხორციელდება ორგანიზებული ბაზრის გარეთ 100%-ით;
ე) გაცემული არაუზრუნველყოფილი სესხების 100%-ით;
ვ) აქტივების იმ ოდენობით, რომელიც კომპანიის მიერ გამოყენებულია ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალებად და ასახული არ არის მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ვალდებულებების ნაწილში (შეზღუდული თანხის 100%);
ზ) გადავადებული საკომისიო ხარჯის 100%-ით1;
თ) გადავადებული საგადასახადო აქტივის 100%-ით;
ი) გასაყიდად არსებული ფინანსური აქტივების 10%-ით;
კ) დაფარვის ვადამდე მფლობელობაში არსებული ფინანსური აქტივების 10%-ით;
ლ) რეალური ღირებულებით აღრიცხული ფინანსური აქტივები, მოგებაში ან ზარალში ასახვით 10%-ით;
მ) მოთხოვნები გადარჩენილი ქონებიდან 100%-ით;
ნ) 100 000 ლარს ზემოთ ოდენობის ნაღდი ფული სალაროში 100%-ით;
ო) საინვესტიციო ქონების 30%-ით;
პ) სხვა აქტივები 100%-ით:
პ.ა) მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი მოთხოვნებით;
პ.ბ) გადახდილი ავანსებით2;
პ.გ) საწარმოო პერსონალის მიმართ მოთხოვნებით;
პ.დ) დამფუძნებლების მიმართ მოთხოვნებით;
პ.ე) მარაგებით;
პ.ვ) სხვა ინვესტიციებით;
პ.ზ) სხვა3;
ჟ) კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების ოდენობით, რომელიც გამომდინარეობს დადებული თავდებობის ან/და სასესხო (საკრედიტო) ხელშეკრულებებიდან და ასახული არ არის მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ვალდებულებების ნაწილში (ვალდებულებების 100 %-ით).
_______________________________________
1 მზღვეველის გადავადებული საკომისიო ხარჯი გაიანგარიშება მზღვეველის კონტრაჰენტი სადაზღვევო ბროკერის/დაზღვევის აგენტის/ცედენტის კუთვნილ გადავადებულ საკომისიოსა და ამავე სადაზღვევო ბროკერის/დაზღვევის აგენტის/ცედენტის წინაშე მზღვეველის არსებულ ვალდებულებებს შორის სხვაობით. თუ მიღებული შედეგი 0-ზე ნაკლებია, ამ წესის მიზნებისთვის აღნიშნული კონტრაჰენტის გადავადებული საკომისიო ხარჯი 0-ის ტოლია.
2 მზღვეველის მიერ კონტრაჰენტ სამედიცინო დაწესებულებაზე/დაწესებულებებზე გადახდილი ავანსი/ავანსები გაიანგარიშება მზღვეველის მიერ სამედიცინო დაწესებულების/დაწესებულებების მიმართ ავანსად გადახდილ თანხებსა და ამავე დაწესებულების/დაწესებულებების წინაშე მზღვეველის არსებულ ვალდებულებებს შორის სხვაობით. თუ მიღებული შედეგი 0-ზე ნაკლებია, ამ წესის მიზნებისთვის აღნიშნულ კონტრაჰენტზე გადახდილი ავანსი 0-ის ტოლია.
3 იგულისხმება „მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 დეკემბრის №02 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის, ფორმა №1-10-ის, სტრიქონი/კოდი 00790-ის შესაბამისი აქტივი, გარდა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტ (IFRS) №16-ით განსაზღვრული აქტივის გამოყენების უფლების მიხედვით შექმნილი აქტივისა.
|