„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით მათთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №01-11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-49/ნ |
|
2020 წლის 4 მაისი ქ. თბილისი |
„მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესი, დანართის შესაბამისად.“.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესი“.
„მუხლი 1. ზოგადი დებულება
წინამდებარე წესი აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილი) და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) (შემდგომში – ეკომიგრანტი) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, მათთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ასევე, საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის მიზნით და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების უზრუნველსაყოფად, სააგენტოს მიერ გრანტების გაცემის პროცესს და განსაზღვრავს ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს.“;
,,ა) გრანტი – ამ წესის მიზნებისთვის, სააგენტოს მიერ დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ასევე, საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის მიზნით და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების უზრუნველსაყოფად, უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით;‘‘;
„მუხლი 4. საგრანტო პროგრამის დაფინანსების შესაძლო წყარო
ყოველი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სააგენტოსთვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნება, ასევე დონორი ორგანიზაციების მიერ გაცემული მიზნობრივი გრანტი.‘‘;
„1. საგრანტო პროგრამას/პროექტს შეიმუშავებს სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტისა და დონორი ორგანიზაცი(ებ)ის მონაწილეობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.
2. საგრანტო პროგრამა იქმნება დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, მათთვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. აგრეთვე, საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის მიზნით და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების უზრუნველსაყოფად.“;
,,ა) დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის, საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამების დასახელებებს, საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამების დასახლებას, რომელთა უზრუნველსაყოფად გამიზნულია სააგენტოს მიერ გრანტის გაცემა;‘‘;
„მუხლი 6. საგრანტო პროგრამაში ცვლილებების შეტანა
საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანის საფუძველი შეიძლება გახდეს საგრანტო კომისიის გადაწყვეტილება, რაც განპირობებულია სააგენტოს ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებით, ასევე საგრანტო პროგრამაში შეტანილი საკითხის აქტუალობის ცვლილებით ან სხვა გარემოებებით.‘‘;
,,3. სხდომის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში.“;
„1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, დირექტორის გადაწყვეტილებით, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთაგან იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო).“;
„1. პროგრამის დამტკიცების შემდეგ, სააგენტო უზრუნველყოფს გრანტის გაცემაზე საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების ვებგვერდზე (www.moh.gov.ge) გამოქვეყნებას.‘‘;
,,2. საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობას ამოწმებს კომისიის სამდივნო. განმცხადებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მისი საგრანტო განაცხადი არ გადაეცემა კომისიას და რჩება განუხილველი, რის თაობაზეც ეცნობება წერილობით სააგენტოს დირექტორის მიერ.“;
„2. შემოწმების შედეგად, კომისიის სამდივნო იღებს გადაწყვეტილებას:
ა) საგრანტო განაცხადის კომისიისთვის გადაცემის ან განუხილველად დატოვების შესახებ;
ბ) საგრანტო განაცხადში ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების თაობაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე, კომისიის სამდივნო, საჭიროების შემთხვევაში, თითოეული პროგრამით დადგენილი ფორმის მიხედვით მოსთხოვოს განმცხადებელს დოკუმენტაციის/ინფორმაციის დაზუსტებას და/ან წარმოდგენას.
4. განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს განუხილველად დატოვების საფუძველი. კომისიის სამდივნო არ გადასცემს კომისიას განაცხადს განსახილველად და იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ ის არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ან:
ა) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იყო საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის;
ბ) განმცხადებელმა განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრა ტექნიკური ხარვეზი ან/და არ დააზუსტა ან/და არ წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია;
გ) განმცხადებელმა ნებაყოფლობით უარი განაცხადა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაზე;
დ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რის გამოც განაცხადის განხილვას შედეგი არ ექნება.“;
„4. კომისიის მიერ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არაუმეტეს 1 კვირის ვადაში, დირექტორი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის წერილით ეგზავნება განმცხადებელს.“;
„მ) სხვა საკითხებს, გრანტის მიზნების გათვალისწინებით.‘‘.
|