1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სტრუქტურას, საქმიანობის წესს, სახელმწიფო ინსპექტორის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებებს, ასევე სტრუქტურული ერთეულებისა და მათი ხელმძღვანელების უფლებამოსილებებს.

2. სამსახურის ადმინისტრაციული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, 0105, პუშკინის ქ. №10/ნ. ვაჩნაძის ქუჩა №7/თაბუკაშვილის ქუჩა №2. სამსახურის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეული საქმიანობას, ასევე ახორციელებს შემდეგ მისამართებზე: საქართველო, ქ. თბილისი, 0186, მ. ასათიანის ქ. №9; ქ. ქუთაისი, 4608, ი. აბაშიძის გამზ. №22.

3. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ასევე ემბლემა რომელსაც ამტკიცებს სახელმწიფო ინსპექტორი.

4. საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო ინსპექტორის სამართლებრივ აქტებზე, სახელმწიფო ინსპექტორის და სამსახურის ოფიციალურ დოკუმენტებზე, შენობებზე და თანამშრომლების სამუშაო ოთახებშ