1. სახელმწიფო ინსპექტორი:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურს და იღებს გადაწყვეტილებებს ამ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ბ) განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების უფლებამოსილებებს;

გ) ამტკიცებს სამსახურის თანამშრომელთა საშტატო ნუსხას, შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს, დებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს, იყენებს წახალისების ფორმებს და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს სამსახურის თანამშრომლების მიმართ;

ე) სამსახურის შესაბამის თანამშრომელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს და ჩამოართმევს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, ასევე აქვეითებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებაში;

ვ) იღებს გადაწყვეტილებას რეორგანიზაციის შესახებ;

ზ) წარმოადგენს სამსახურს სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

თ) უზრუნველყოფს სამსახურისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

ი) იღებს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადების განსახილველად მიღებასთან/მიღებაზე უარის თქმასთან, განუხილველად დატოვებასთან, შეჩერებასთან, განხილვის ვადის გაგრძელებასთან და დასრულებასთან დაკავშირებულ და სხვა გადაწყვეტილებებს;

კ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების მიზნით, იღებს გადაწყვეტილებებს შემოწმების (ინსპექტირების) დაწყებასთან, გაგრძელებასთან, დასრულებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით;

ლ) პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადების განხილვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) შედეგად, სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებ(ებ)ის გამოყენების თაობაზე;

მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურორს;

ნ) სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურორს, იმავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე;

ო) უზრუნველყოფს სამსახურის მიერ წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენას;

პ) განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე, საჭიროების მიხედვით, მათზე და სამსახურის სხვა თანამშრომლებზე ახდენს უფლებამოსილების დელეგირებას;

ჟ) საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს − ბრძანებას;

რ) შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, მითითებას;

ს) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სახელმწიფო ინსპექტორის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განუხორციელებლობის, მისი უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებას ახორციელებს სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − სახელმწიფო ინსპექტორის ერთ-ერთი მოადგილე. სახელმწიფო ინსპექტორის მოვალეობის შესრულების დროს სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე/მოადგილე სარგებლობს სახელმწიფო ინსპექტორისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით და სამართლებრივი გარანტიები