1. სახელმწიფო ინსპექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და 2 მოადგილე, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრძანებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო ინსპექტორი.

2. სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტისას სახელმწიფო ინსპექტორის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ, როგორც კი ახალი სახელმწიფო ინსპექტორი შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ძირითადი ფუნქციებია:

ა) მათ საკურატორო სფეროს მიკუთვნებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა, კოორდინაცია და მათზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წარმოდგენა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ან/და საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების და დავალებების შესრულება.

4. სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილის/მოადგილეების საკურატორო სფეროები განისაზღვრება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

5. სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე/მოადგილეები ანგარიშვალდებული არიან სახელმწიფო ინსპექტორის წინაშე.

თავი IV. სამსახურის სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები და მათი მართ