1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის სფეროში სამსახურის ფუნქციებია:

ა) პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;

ბ) პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა;

გ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება);

დ) საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება და მისი ცნობიერების ამაღლება.

2. ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის სფეროში სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე−138-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების ზედამხედველობა;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების (გარდა სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებისა) ზედამხედველობა/კონტროლი;

გ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების (გარდა სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებისა) კონტროლი.

3. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სფეროში სამსახურის ფუნქციებია:

ა) სრული მოცულობით გამოძიების ჩატარება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;

ბ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და გაანალიზება, საინფორმაციო სისტემების შექმნა;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისათვის პერიოდული მიწოდება.

თავი III. სამსახურის შემადგენლობა და ხელმძღვანელო