1. საგამოძიებო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) აღმოსავლეთის სამმართველო;

ბ) დასავლეთის სამმართველო;

გ) ოპერატიული სამმართველო.

2. საგამოძიებო დეპარტამენტის ამოცანაა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულთა გამოძიება.

3. საგამოძიებო დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულებზე სრული მოცულობით გამოძიების ჩატარება;

ბ) „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულებზე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;

გ) „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის განხორციელება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში საგამოძიებო დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურისა და საგამოძიებო დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების პროცესში მონაწილეობა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო აქტივობებისა და ტრენინგების ჩატარების შესახებ წინადადებების ინიცირება, ასევე მათი ჩატარება ან განხორციელებაში მონაწილეობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მიზნობრივი ჯგუფებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით წინადადებების ინიცირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

თ) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;

ი) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისთვის მიწოდება;

კ) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება;

ლ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე;

მ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

ნ) სახელმწიფო ინსპექტორისა და კურატორი სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება;

ო) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად საგამოძიებო დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს ტექნიკური აღჭურვილობა/საშუალებები ან/და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ეკუთვნის სხვა სახელმწიფო ორგანოს, გარდა იმ უწყებისა, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზედაც აწარმოებს გამოძიებას;

გ) გამოიყენოს კვლევის სპეციფიკური საშუალებები და მეთოდები დანაშაულის სხვადასხვა სახის კვალთა, საგნის და ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდგომი გამოკვლევის მიზნით;

დ) განახორციელოს პირის დაქტილოსკოპირება, ფოტო და ვიდეოგადაღება, გენეტიკური დაქტილოსკოპირება, ოდოროლოგიური კვალისა და სხვა ნიმუშების აღება;

ე) მიმართოს სხვა სახელმწიფო უწყებებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალურ კვლევების ჩატარების მიზნით;

ვ) მოიპოვოს, დაამუშაოს და გაანალიზოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შექმნას საინფორმაციო სისტემები;

ზ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.

5. საგამოძიებო დეპარტამენტში შემავალი აღმოსავლეთის სამმართველოსა და დასავლეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი