1. ეკონიმიკური დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამსახურის საბიუჯეტო პროცესების კოორდინაცია და მართვა;

ბ) სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კოორდინაცია და მართვა;

გ) სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;

დ) სამსახურის ბალანსზე რიცხული და სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების მართვა.

2. საბიუჯეტო პროცესების კოორდინაციისა და მართვის მიმართულებით ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შესაბამისად, სამსახურის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარდგენა;

ბ) სამსახურის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, დამტკიცებულ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და ბიუჯეტის შესრულების კოორდინაცია და მართვა;

გ) სამსახურის ბიუჯეტის შესრულება და კონტროლი;

დ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კოორდინაციისა და მართვის მიმართულებით ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა, დამტკიცება, რეგისტრაცია და კორექტირება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა, შესყიდვის პროცედურების განხორციელება და ანგარიშგება;

გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების, ხელშეკრულების პროექტების და, საჭიროების შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილებების მომზადება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი და ამ მიზნით შესაბამისი დეპარტამენტების საქმიანობის კოორდინაცია;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის პროცედურების განხორციელება, შესაბამისი დოკუმენტების, ხელშეკრულების პროექტების და, საჭიროების შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილებების მომზადება, ხელშეკრულების შესრულების კონტროლი და ამ მიზნით შესაბამისი დეპარტამენტების საქმიანობის კოორდინაცია.

4. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშსწორების მიმართულებით ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების წარმოება;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება;

გ) არაფინანსური აქტივების, გრძელვადიანი და მცირეფასიანი აქტივების და მატერიალური მარაგების აღრიცხვა;

დ) თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების სრულად და დროულად დარიცხვა და გაცემა;

ე) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორება;

ვ) სტატისტიკური ანგარიშებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დეკლარაციების მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა;

ზ) ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგების ბუღალტრული აღრიცხვა;

თ) სამსახურის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა.

5. სამსახურის ბალანსზე რიცხული და სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების მართვის მიზნით ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და სათანადო მომსახურებებით უზრუნველყოფის ორგანიზება;

ბ) ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ინვენტარიზაციის დადგენილ ვადებში ჩატარება;

გ) სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნისათვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;

დ) კაპიტალური მშენებლობებისა და სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და კონტროლი;

ე) სამსახურის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარის ნუსხის შედგენა და პერიოდული განახლება;

ვ) სამსახურის სასაწყობო მეურნეობის დაგეგმვა და მართვა;

ზ) სახელმწიფო ორგანოებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მატერიალურ-ტექნიკური დახმარების მიღების მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენა;

თ) სამსახურის ავტოპარკის მართვა და განაწილება;

ი) სამსახურის იარაღით, საბრძოლო მასალით, აღჭურვილობით უზრუნველყოფა და მათ ბრუნვაზე კონტროლის განხორციელება;

კ) იარაღის ტექნიკური მდგომარეობის, მისი შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისიანობის დადგენის ან/და გაუმართავი შეიარაღების აღდგენა-შეკეთების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

6. გარდა ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულისა, ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამსახურებრივი მიზნებისთვის, საჭიროების შემთხვევაში სამსახურის თანამშრომელთა ტრანსპორტირება;

ბ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

გ) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;

დ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისთვის მიწოდება;

ე) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება;

ვ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

თ) სახელმწიფო ინსპექტორისა და კურატორი სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება;

ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

7. ამ მუხლის მე-2-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით ეკონომიკური დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან;

ბ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვი