1. იურიდიული დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება და სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო (მათ შორის, ევროპულ) სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
დ) სამსახურში დაცული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
2. იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სხვა დაწესებულებებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა უწყებებთან სამსახურის სახელით ურთიერთობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა;
ე) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
ვ) სამსახურის სახელით დასადები ხელშეკრულებებისა (გარდა შრომითი, შესყიდვების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებებისა) და მემორანდუმების პროექტების მომზადება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში დაცული საჯარო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სამსახურში დაცული საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა;
თ) სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა გადაცემის ნებართვის თაობაზე სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და სახელმწიფო ინსპექტორისათვის წარდგენა;
ი) ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრის წარმოება;
კ) სამსახურის სხვა დეპარტამენტებისთვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო აქტივობებისა და ტრენინგების ჩატარების შესახებ წინადადებების ინიცირება, ასევე მათი ჩატარება ან განხორციელებაში მონაწილეობა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის საქმიანობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე მიზნობრივი ჯგუფებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით წინადადებების ინიცირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ო) თავისი საქმიანობის ანალიზზე დაყრდნობით, დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
პ) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
ჟ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისთვის მიწოდება;
რ) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება;
ს) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
უ) სახელმწიფო ინსპექტორისა და კურატორი სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება;
ფ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
3. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად იურიდიული დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან;
ბ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვი