1. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ამოცანებია:

ა) სამსახურში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

ბ) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობის განხორციელება.

2. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ფუნქციებია:

ა) სამსახურის თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი, ასევე ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების, ეთიკის ნორმებისა და შინაგანაწესის დარღვევის გამოვლენა;

ბ) სამსახურის თანამშრომელთა მიერ სხვა პირთა უფლებების შესაძლო დარღვევასთან, შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით განცხადებების, საჩივრებისა და მასალების შესწავლა და მათზე სათანადო რეაგირება;

გ) სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში პირების უსაფრთხოებისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვა;

დ) სამსახურის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და სახელმწიფო ინსპექტორისათვის წარდგენა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში გენერალურ ინსპექციაში (დეპარტამენტი) შესული კორესპონდენციის განხილვა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

ზ) სამსახურის თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამსახურის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორისთვის და სამსახურის თანამშრომელთათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

თ) სახელმწიფო ინსპექტორის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ი) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში მონაცემთა პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისთვის მიწოდება;

ლ) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება;

მ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

ო) სახელმწიფო ინსპექტორისა და კურატორი სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება;

პ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) უფლებამოსილია:

ა) ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, ეთიკის ნორმებისა და შინაგანაწესის დარღვევის, დისციპლინური გადაცდომის, სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების შეუსრულებლობისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს და სათანადო რეაგირება განახორციელოს იურიდიული და ფიზიკური პირების, ადმინისტრაციული ორგანოების, საქართველოს სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა საჩივრებზე, განცხადებებზე და მასალებზე;

გ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სამსახურის თანამშრომელს მიმართოს გენერალურ ინსპექციაში (დეპარტამენტი) გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის მოთხოვნით, ასევე წერილობითი ან ზეპირი ფორმით აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნით;

დ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) სამსახურის თანამშრომლისგან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისათვის აუცილებელი ან/და მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

ე) ჩამოართვას ახსნა-განმარტება ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამსახურის თანამშრომლები, მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე;

ვ) დაათვალიეროს სამსახურის თანამშრომლის სამუშაო ოთახი და ინვენტარი;

ზ) ისარგებლოს საქმისწარმოებისა და სხვა ელექტრონული პროგრამით, ასევე სამსახურის მონაცემთა ბაზებით და განახორციელოს მათი მონიტორინგი;

თ) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან;

ი) სამსახურებრივი შემოწმების წარმოებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, სახელმწიფო ინსპექტორთან შეთანხმებით, მოითხოვოს მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით;

კ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, სახელმწიფო ინსპექტორს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების ან მისთვის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის მიერ რეკომენდაციით მიმართვის შესახებ;

ლ) სამსახურის თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამსახურის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შეისწავლოს და გაანალიზოს მის მიერ განხორციელებული შემოწმების პროცესში მოპოვებული მასალები, ასევე სახელმწიფო ინსპექტორსა და სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინოს რეკომენდაციები;

მ) წარმოებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სამსახურის თანამშრომლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მოპოვებული მასალები, სახელმწიფო ინსპექტორთან შეთანხმებით, დადგენილი წესით, გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს;

ნ) სახელმწიფო ინსპექტორის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობა;

ო) განახორციელოს მონიტორინგი სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში არსებულ ელექტრონული სამსახურებრივი მოწმობის წამკითხველებზე დაფიქსირებულ მონაცემებზე;

პ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის ფარგლებში განახორციელოს მონიტორინგი ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით;

ჟ) ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან;

რ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია გენერალურ ინსპექციაზე (დეპარტამენტზე) დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.

4. შემოწმების პერიოდში გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მისი გასაჩივრება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი