1. სამსახურის სტრუქტურულ ერთეულის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ანგარიშვალდებულია სახელმწიფო ინსპექტორისა და კურატორი სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) განსაზღვრავს დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში სტრატეგიულ ამოცანებს, არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტებს;
ბ) წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმოადგენს დეპარტამენტს, გეგმავს/წარმართავს მის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ახდენს სიახლეების ინიცირებას და უზრუნველყოფს ამ პროცესში თანამშრომელთა ჩართულობას;
დ) ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე, მოტივაციის ამაღლებაზე და პროდუქტიულობის ზრდაზე;
ე) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ვ) ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, ახდენს მათი საქმიანობის კოორდინაციას და აკონტროლებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს;
ზ) სამუშაო პროცესში აძლევს თანამშრომლებს მითითებებს, დავალებებსა და უკუკავშირს;
თ) ზედამხედველობს თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვას;
ი) პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
კ) სახელმწიფო ინსპექტორს ან/და კურატორ სახელმწიფო ინსპექტორის პირველ მოადგილეს/მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს შტატების, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ლ) ანაწილებს არსებულ რესურსებს, ახდენს მატერიალური საშუალებების სწორი გამოყენების მონიტორინგს და შუამდგომლობს იმ მატერიალური რესურსების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად;
მ) ხელს უწყობს სწორ კომუნიკაციას ზედა რგოლის მენეჯმენტსა და დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კომუნიკაციას სამსახურის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და გარე მიზნობრივ ჯგუფებთან;
ო) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით წარუდგენს წინადადებებს სახელმწიფო ინსპექტორს ან/და კურატორ სახელმწიფო ინსპექტორის პირველ მოადგილეს/მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
პ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ ან დეპარტამენტის მიერ მომზადებული კორესპონდენციას, ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;
ჟ) სახელმწიფო ინსპექტორს ან/და კურატორ სახელმწიფო ინსპექტორის პირველ მოადგილეს/მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არანაკლებ ექვს თვეში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
რ) უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორისა და კურატორი სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის უფროსს შესაძლებელია ჰყავდეს მოადგილე. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში;
ბ) მონაწილეობს დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვის, წარმართვისა და რესურსების სწორად განაწილების პროცესში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ახდენს სიახლეების ინიცირებას და უზრუნველყოფს ამ პროცესში თანამშრომელთა ჩართულობას;
დ) ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე, მოტივაციის ამაღლებაზე, პროდუქტიულობის ზრდაზე და უშუალო უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;
ე) დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით ადგენს თანამშრომელთა საჭიროებებს და უშუალო უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;
ვ) ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, ახდენს მათი საქმიანობის კოორდინაციას და აკონტროლებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს;
ზ) სამუშაო პროცესში აძლევს თანამშრომლებს მითითებებს, დავალებებსა და უკუკავშირს;
თ) ზედამხედველობს თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვას;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ ან დეპარტამენტის მიერ მომზადებული კორესპონდენციას, ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;
კ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს, დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ლ) ახდენს დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად გამოყოფილი მატერიალური საშუალებების სწორი გამოყენების მონიტორინგს და დამატებით საჭიროების თაობაზე მიმართავს უშუალო უფროსს;
მ) მონაწილეობს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე, არანაკლებ ექვს თვეში ერთხელ სახელმწიფო ინსპექტორის ან/და კურატორი სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილისთვის/მოადგილისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარსადგენი ანგარიშის მომზადებაში;
ნ) დეპარტამენტის უფროსის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე ასრულებს დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას;
ო) უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის, კურატორი სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
პ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და თანამშრომელთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;
ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებ