1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამსახურის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სამსახურის ურთიერთობის უზრუნველყოფა და კოორდინაცია.

2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

ბ) მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, ინტერვიუების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, სემინარების მოწყობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება;

გ) სამსახურში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებებისა და განცხადებების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება;

დ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სამსახურის საინფორმაციო კამპანიის წარმოება, შესაბამისი მასალების მომზადება და გავრცელება;

ე) სამსახურის სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის მიღება მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე, მათი განხორციელების მხარდაჭერა, ასევე საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;

ვ) საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტთან და ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან კოორდინაციით, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე დაგეგმილი სახელმწიფო ინსპექტორის/სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილის/მოადგილეების შეხვედრებისა და სხვა სახის ღონისძიებების საპროტოკოლო უზრუნველყოფა;

ზ) საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე გამართული ღონისძიებებისთვის მთავარი გზავნილების მომზადების პროცესში მონაწილეობა;

თ) ქართულ და უცხოურ მედიასაშუალებებთან, მედიისა და კომუნიკაციის ექსპერტებთან, ამავე პროფილით მომუშავე კვლევით ორგანიზაციებთან ურთიერთობა;

ი) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების საჭიროების თაობაზე წინადადებების მომზადება და შესაბამისი ორგანიზაციების მიერ მისი გახორციელების მხარდაჭერა;

კ) სამსახურის მიერ ფოტო/ვიდეო მასალების მომზადება, დამუშავება და დაარქივება;

ლ) სამსახურის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების საინფორმაციო უზრუნველყოფა, მონიტორინგი და მუდმივი განახლება;

მ) ქართული და უცხოენოვანი მედიის მონიტორინგი/ანალიზი და სამსახურის ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება არსებული ტენდენციების შესახებ;

ნ) სამსახურის ბეჭდვითი მასალების მომზადების პროცესში სხვა დეპარტამენტებისთვის კონსულტაციების გაწევა;

ო) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;

პ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისთვის მიწოდება;

ჟ) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება;

რ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

ს) სახელმწიფო ინსპექტორისა და კურატორი სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება;

ტ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან;

ბ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვი