„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს ტყის კოდექსის შესაბამისად სამეურნეო, მოვლითი და სპეციალური სარგებლობის ჭრების განხორციელებისას ან/და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვისას და განხორციელებისას;“.
2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ტყეში აკრძალულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა მოჭრა ან ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს აღნიშნულ მცენარეთა სახეობებს.“.
3. 24-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) თუ საქართველოს ტყეში არსებობს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი, ფაუტი, ზეხმელი და ხმობადი მერქნიანი მცენარეები;“;
ბ) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანიტარიული ჭრით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის ორგანო.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის ორგანო.“.
4. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ტყის მართვის გეგმებსა და პერსპექტიულ გეგმებში;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
თბილისი, 22 მაისი 2020 წ. N5955-სს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 10. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის ძირითადი მოთხოვნები
- მუხლი 12. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა დაცვა
- მუხლი 24. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება)
- მუხლი 25. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებების დაფინანსება და დაგეგმვა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.05.2020.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.05.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5955-სს. სარეგისტრაციო კოდი — 360060000.05.001.019855.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.05.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5955-სს, 22.05.2020, სარეგისტრაციო კოდი 360060000.05.001.019855 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4870571/