„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №75 |
|
2020 წლის 28 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით (სსმ III, 25.03.2005წ., №34, მუხ.344) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) იურიდიული სამმართველო;“; ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ ქვეპუნქტი: „ი) დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველო.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იურიდიული სამმართველოს კომპტენციაა: დეპარტამენტის ორგანიზაციული საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა; დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმატიული აქტებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფების მიერ კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ვიზირება; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში შემოსულ ადმინისტრაციულ საჩივრებზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ წინადადებების მომზადება; სამართლებრივ საკითხებზე ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული და სხვა დანაყოფებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების განხილვა, მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა და ვიზირება; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ყველა ინსტანციის სასამართლოში, ადმინისტრაციულ და საგამოძიებო ორგანოებში, კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში; კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა.“; დ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს კომპეტენციაა: საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის (საელჩო, ელჩის რეზიდენცია) და მასთან გათანაბრებული დაწესებულების, საკონსულო დაწესებულებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის შენობის, ასევე, ეროვნული საგანძურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და მუზეუმის დაცვა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან. |
|