კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (42)
შემდგომი ცვლილებები (42)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №975
2020 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „კორონავირუსით (SARS -CoV -2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი“.
2 . ამ განკარგულებით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ჩამონათვალი ექვემდებარება ცვლილებას ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე.
3. ამ განკარგულებით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ტესტირება (ნაცხის აღებისა და ნიმუშების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ჩატარება) ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით, პროგრამის სერვისების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებებისთვის.
4. ტესტირებას დაქვემდებარებული სხვა დამატებითი ჯგუფების ჩამონათვალი და მათი ტესტირების მექანიზმი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დანართი
კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი
1. კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირებს განეკუთვნებიან:
ა) შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცული შემთხვევები;
ბ) დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები;
გ) „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 და №2 დანართებით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში მოხვედრილი პაციენტები;
დ) ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით, ან ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირატორული დაავადების ნიშნები, ან ექიმის გადაწყვეტილებით მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები;
ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებში მოხვედრილი ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირატორული დაავადების ნიშნები, ან ექიმის გადაწყვეტილებით მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები;
ვ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ და სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი, ასევე პირველადი ჯანდაცვის (მათ შორის, სოფლის ექიმი და ექთანი) სამედიცინო პერსონალი;
ზ) სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის ბრიგადების თანამშრომლები;
თ) ხანდაზმულთა და შშმ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებებში:
თ.ა) მოთავსებული ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი;
თ.ბ) ჩასარიცხი ბენეფიციარები, დაწესებულებაში მოთავსებამდე;
ი) ტუბერკულოზზე ახლად დიაგნოსტირებული ყველა პირი, შესაბამის მკურნალობაში ჩართვამდე;
კ) ფსიქიატრიულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი;
ლ) იმ სამედიცინო დაწესებულებების მომსახურე პერსონალი, რომლებშიც მკურნალობენ ტუბერკულოზზე დიაგნოსტირებულ პაციენტებს;
მ) დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომსახურე პერსონალი;
ნ) საკარანტინე სივრცეებში, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი პირები საკარანტინე სივრცის დატოვებამდე ან/და თვითიზოლაციის ვადის გასვლამდე 24 საათით ადრე ან შემთხვევის სტანდარტული განმარტების შესაბამისი რომელიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე;
ო) საკარანტინე სივრცეებში მომუშავე პერსონალი;
პ) საბაჟო-გამშვებ და სასაზღვრო პუნქტებში, აგრეთვე გაფორმების ეკონომიკურ ზონებში დასაქმებული პირები, მათ შორის, სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური სამსახურების წარმომადგენლები;
ჟ) ამ პუნქტის „გ“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულების გარდა სხვა ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების მიმღების, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებებში დასაქმებული პერსონალი და ეპიდემიოლოგები;
რ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ეროვნული ცენტრი) და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ კონტაქტების კვლევას და/ან ტესტირებას;
ს) ახალი კორონავირუსის (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (შემდგომში – პჯრ)) ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში ჩართული პერსონალი;
ტ) საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები (გარდა ტრანზიტისა);
უ) სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გასაწვევი და აქტიურ რეზერვში მისაღები პირები, ასევე სამშვიდობო მისიაში ან გადასროლისწინა სწავლებაში მონაწილე პერსონალი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სწავლებაში წარსაგზავნი პირები (იმ ქვეყნებში, სადაც ტესტირების ჩატარება სავალდებულოა);
ფ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ის მოსამსახურეები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროების შესაბამისი დანაყოფები;
ქ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებსაც შეხება აქვთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებსა და ექსპედიტორებთან;
ღ) საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაქმებულები (საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები).
2. ამ წესის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 7 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში – „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
3. ამ წესის პირველი პუნქტის „ზ“, „თ.ა“, „კ“ „ლ“, „მ“, „ო“, „პ“ „ჟ“, „რ“, „ს“, „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 14 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში – „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
4. ამ წესის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან მორიგეობის ვადის გათვალისწინებით გეგმურად, 14 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში – „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
5. ამ წესის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულ პირთა ნაცხის აღება საკარანტინე სივრცის დატოვებამდე 24 საათით ადრე, ასევე „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების ნაცხის აღება განხორციელდეს საკარანტინე სივრცეებში მომუშავე სამედიცინო პერსონალის მიერ (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საკარანტინე სივრცეების მართვაზე პასუხისმგებელ სამსახურთან შეთანხმებით, ნაცხის აღება ხორციელდება ეროვნულ ცენტრში საკვლევი მასალის ამღებად რეგისტრირებული სხვა დაწესებულების მიერ) და გადაგზავნილ იქნეს ეროვნულ ცენტრში „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლად რეგისტრირებულ ლაბორატორიებში.
6. ამ წესის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თვითიზოლაციაში მყოფი პირების ნაცხის აღება თვითიზოლაციის ვადის გასვლამდე 24 საათით ადრე განხორციელდეს მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ და გადაგზავნილ იქნეს ეროვნულ ცენტრში „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლად რეგისტრირებულ ლაბორატორიებში.
7. ამ წესის პირველი პუნქტის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისათვის ნაცხის აღება და გადაგზავნა ეროვნულ ცენტრში „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლად რეგისტრირებულ ლაბორატორიებში განხორციელდეს იმ სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი პერსონალის მიერ, სადაც აღნიშნული პირები არიან რეგისტრირებულნი.
8. ამ წესის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების ტესტირება განხორციელდეს „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (გარდა ტრანზიტისა) ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208 – №01-55/ნ – №127 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
9. ამ წესის პირველი პუნქტით განსაზღვრული კორონავირუსით (SARS -CoV -2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება ჩატარდეს პჯრ მეთოდით.
კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №975
2020 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID- 19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სარეკომენდაციო ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „კორონავირუსით (SARS
-CoV
-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი“.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 31 მაისის განკარგულება №1030 – ვებგვერდი, 05.06.2023წ.
1.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სარეკომენდაციო ნუსხა და ჩატარების წესი“.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 31 მაისის განკარგულება №1030 – ვებგვერდი, 05.06.2023წ.
2
. (ამოღებულია - 31.05.2023, №1030).
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 31 მაისის განკარგულება №1030 – ვებგვერდი, 05.06.2023წ.
3. ამ განკარგულებით განსაზღვრული:
ა) სერვისების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი და ამ განკარგულების №1 დანართის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, „უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №387 განკარგულებით განსაზღვრული პირები;
ბ) პირების ტესტირებისთვის/თვითტესტირებისთვის საჭირო ტესტებით (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შესყიდული და/ან დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი-მარტივი ტესტ-სისტემები) სერვისების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებების მომარაგება განხორციელდება უსასყიდლოდ;
გ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოსტიკის სერვისების მიმწოდებლები არიან სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (შემდგომში − ცენტრი) 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მიმწოდებლებად დარეგისტრირებული დაწესებულებები;
დ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოსტიკის სერვისის ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია და ამ განკარგულებით განსაზღვრულ პირთა ტესტირებისთვის/ თვითტესტირებისთვის ტესტ-სისტემების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის წარდგენა მიმწოდებელი დაწესებულების მიერ განხორციელდეს ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმისა და მათი შევსების წესის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 31 მაისის განკარგულება №1030 – ვებგვერდი, 05.06.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 იანვრის განკარგულება №157 – ვებგვერდი, 27.03.2024წ.
4. ტესტირებას დაქვემდებარებული სხვა დამატებითი ჯგუფების ჩამონათვალი, ასევე ამ განკარგულებით განსაზღვრული ჯგუფების ტესტირების მექანიზმი, პერიოდულობა, ჯერადობა, მონაცემთა აღრიცხვის წარმოება და სხვა პირობები, რაც არ არის დადგენილი ამ განკარგულებით, განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
5. (ამოღებულია - 31.05.2023, №1030).
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 31 მაისის განკარგულება №1030 – ვებგვერდი, 05.06.2023წ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დანართი №1
კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი
კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სარეკომენდაციო ნუსხა და ჩატარების წესი
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 31 მაისის განკარგულება №1030 – ვებგვერდი, 05.06.2023წ.
1. კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირებს განეკუთვნებიან:
ა) შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცული პირები;
ბ) ტუბერკულოზზე დადასტურებული ახალი შემთხვევა;
გ) სამედიცინო პერსონალი, რომელიც რეგისტრირებულია თავად სამედიცინო დაწესებულებების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მონაცემთა ბაზებში და მითითებული აქვს შესაბამისი კატეგორია, მათ შორის:
გ.ა) სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი;
გ.ბ) ეპიდემიოლოგები;
გ.გ) სტომატოლოგიურ დაწესებულებებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი;
გ.დ) სხვა ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო პერსონალი, სოფლის ექიმისა და ექთნის ჩათვლით;
დ) ხანდაზმულთა და შშმ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 24-საათიანი სტრუქტურული ერთეულების − ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებში (ე. წ. თავშესაფრებში):
დ.ა) ჩასარიცხი/განსათავსებელი ბენეფიციარები დაწესებულებაში მოთავსებამდე;
დ.ბ) მომსახურებიდან დროებით გასული/გაყვანილი ბენეფიციარები დაბრუნების დროს;
დ.გ) დაწესებულების მომსახურე პერსონალი;
ე) დიალიზზე მყოფი პაციენტები ყოველი სეანსის წინ;
ვ) სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გასაწვევი და აქტიურ რეზერვში მისაღები პირები, ასევე სამშვიდობო მისიაში ან გადასროლისწინა სწავლებაში მონაწილე პერსონალი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სწავლებაში წარსაგზავნი პირები (იმ ქვეყნებში, სადაც ტესტირების ჩატარება სავალდებულოა);
ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის:
ზ.ა) მომსახურე პერსონალი;
ზ.ბ) საკარანტინე სივრცეებში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები საცხოვრებელ საკნებში შესახლებამდე;
ზ.გ) სპეციალური პენიტენციური დაწესებულების საკარანტინე სივრცეებში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულების პერსონალი, აგრეთვე ბრალდებულები/მსჯავრდებულები, აღნიშნული დაწესებულების კარანტინზე გადაყვანის შემთხვევაში;
ზ.დ) პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე;
თ) (ამოღებულია - 31.05.2023, №1030);
ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად;
კ) სტაციონარულ (მათ შორის, დღის სტაციონარსა და ემერჯენსში) დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტები და მათი თავმდგომი პირი, სიმპტომების მიუხედავად;
ლ) (ამოღებულია - 31.05.2023, №1030);
მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმღებსა და დროებითი განთავსების ცენტრებში:
მ.ა) მოსათავსებელი უცხოელები – მოთავსებამდე;
მ.ბ) მომსახურე პერსონალი;
მ.გ) მოთავსებული პირი, საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას;
ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოსათავსებელი/მოთავსებული პირები;
ო) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის მაღალი თანამდებობის სამხედრო მოსამსახურეები, ქვეყნის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, დიპლომატიური კორპუსის (მათ შორის, უცხო ქვეყნის დიპლომატები) წარმომადგენლები, ასევე ჩამოთვლილ პირებთან მომუშავე და დამხმარე პერსონალი;
პ) (ამოღებულია - 31.05.2023, №1030);
ჟ) (ამოღებულია - 31.05.2023, №1030);
8. ამ წესის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების ტესტირება განხორციელდეს „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (გარდა ტრანზიტისა) ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208 – №01-55/ნ – №127 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
რ) (ამოღებულია - 14.06.2022, №1072).
-CoV
-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება ჩატარდეს პჯრ მეთოდით.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 31 მაისის განკარგულება №1030 – ვებგვერდი, 05.06.2023წ.
2. ამ წესის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები, განკარგულებით დადგენილი პერიოდულობით, ასევე „გ“ ქვეპუნქტითა და „დ“ ქვეპუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, საჭიროების შემთხვევაში, ტესტირებას ექვემდებარებიან თვითტესტირების რეჟიმით.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 31 მაისის განკარგულება №1030 – ვებგვერდი, 05.06.2023წ.
3. ამ წესის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, „მ“ ქვეპუნქტის „მ.ბ“ და „მ.გ“ ქვეპუნქტებით, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ტესტირებას ექვემდებარებიან საჭიროების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 31 მაისის განკარგულება №1030 – ვებგვერდი, 05.06.2023წ.
31. ამ წესის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის „მ.ბ“ და „მ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების პჯრ მეთოდით ტესტირება, საჭიროების შესაბამისად, განხორციელდეს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში.
4. ამ წესის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრიორიტეტული პირების ტესტირება ხორციელდება ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი ტესტით.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 31 მაისის განკარგულება №1030 – ვებგვერდი, 05.06.2023წ.
5. ამ წესის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“, „ი“, „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრიორიტეტული პირების ტესტირება ხორციელდება საჭიროების შესაბამისად, ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პჯრ მეთოდით.
6. ეპიდზედამხედველობის მიზნებისთვის, ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს პჯრ ტესტირებას და სხვა მაღალტექნოლოგიურ კვლევებს, ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
7. ამ წესის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, სსიპ − გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალსა და ეროვნულ ცენტრს მიეცეთ უფლება, აწარმოონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის მაღალი თანამდებობის სამხედრო მოსამსახურეების, ქვეყნის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა, დიპლომატიური კორპუსის (მათ შორის, უცხო ქვეყნის დიპლომატები) წარმომადგენლების, მათთან მომუშავე და დამხმარე პერსონალის ტესტირება, განსაზღვრონ ტესტირების პერიოდულობა და სახეობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე.
დანართი №2
(ამოღებულია - 02.12.2020,№2345)