„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6907-რს
სარეგისტრაციო კოდი
450000000.05.001.020020
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, ითვალისწინებს ქართული ეროვნული კულტურის მრავალსაუკუნოვან უმდიდრეს ტრადიციებს, კულტურის სფეროში მსოფლიოს ცივილიზებული ერების გამოცდილებას.

ეს კანონი ამკვიდრებს კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის პრიორიტეტულობას პიროვნების ჰარმონიულ აღზრდასა და განვითარებაში, მის შეუზღუდავ თვითგამოხატვაში, ხალხის, თითოეული მოქალაქის კულტურული თვითმყოფადობის გამოვლინებასა და გამდიდრებაში, მთელი საზოგადოების ზნეობრივ სრულყოფასა და ჰუმანიზაციაში.

ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, აკისრებს სახელმწიფოს ყოველმხრივ ხელი შეუწყოს კულტურის განვითარებას, კულტურულ ცხოვრებაში მოქალაქეთა შეუზღუდავ მონაწილეობას, კულტურის მონაპოვართა ხელმისაწვდომობას, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა საყოველთაო აღიარებას, საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებასა და გაფართოებას, შემოქმედებით ინტეგრაციას.

ეს კანონი კულტურის სფეროში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ჩამოყალიბებასთან ერთად, განსაზღვრავს თითოეული მოქალაქის ვალდებულებას კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაცვის საქმეში.

ეს კანონი კულტურის სფეროს პრიორიტეტულობის, მისი უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ავალებს სახელმწიფოს, ხელისუფლების უმაღლეს და მუნიციპალიტეტის ორგანოებს გაუწიონ მაქსიმალური ფინანსური და სხვა სახის მატერიალურ-ტექნიკური დახმარება კულტურის ყველა დარგს.

ეს კანონი არის ქვეყანაში კულტურის განვითარებისა და დაცვა-შენარჩუნების სამართლებრივი საფუძველი.“.

2. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა უფლებამოსილება კულტურის სფეროში“.

3. 24-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ვალდებულება საბიბლიოთეკო, სამუზეუმო, საარქივო და სხვა ფონდების დაცვისა და განვითარებისათვის“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6907-რს