„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1-ის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №61-88 |
|
2020 წლის 24 ივლისი ქ. თბილისი |
2. პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება მობილურ გარე ვაჭრობის ობიექტებზე, რომელთა სიმაღლე არ აღემატება 1,1 მეტრს, სიგრძე 0,8 მეტრს და სიგანე 0,6 მეტრს. მათი განთავსება ნებადართულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა დანართი №2 რუკით გათვალისწინებული ტერიტორიებისა.
3. პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება გარე ვაჭრობას დაქვემდებარებულ ლატარიის ბილეთების სარეალიზაციო მობილურ დანადგარებზე, ბეჭდური პროდუქციის (გაზეთი, წიგნები, ჟურნალები და სხვ.) სარეალიზაციო შენობა-ნაგებობებზე და კონკრეტული ღონისძიებებისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრულ ადგილებზე განთავსებულ დროებით შენობა-ნაგებობებზე. მათი განთავსება ნებადართულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ იმ ტერიტორიებზე, რომელიც არ ჰყვება დანართი №1 და №2 რუკებზე, აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალიწინებულ ობიექტებზე „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის „თ” ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობის ან/და დანადგარების განთავსება უნდა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
|