1. პარტნიორთა კრების მოწვევის, მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს პარტნიორთა კრების მიერ არჩეული ან წესდებით განსაზღვრული თავმჯდომარე. ამ კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პარტნიორთა კრების ოქმს ადგენს და ამოწმებს ნოტარიუსი.
2. პარტნიორთა კრების ოქმში უნდა აღინიშნოს:
ა) სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) პარტნიორთა კრების ჩატარების ადგილი და დრო;
გ) მითითება პარტნიორთა კრების მოწვევის პროცედურის დაცვასა და კრების გადაწყვეტილებაუნარიანობაზე. ოქმს შესაძლებელია დაერთოს აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებული დოკუმენტები;
დ) პარტნიორთა კრების მუშაობაში მონაწილე ან წარმოდგენილი ხმის უფლების მქონე პარტნიორების და სხვა დამსწრე პირთა ჩამონათვალი, ასევე მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები. წარმომადგენლობის შემთხვევაში, ოქმს უნდა დაერთოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი წერილობითი საბუთი ან მასში მითითებული იქნეს ასეთ საბუთზე, თუ ის საზოგადოების მიერ ინახება სხვა დოკუმენტაციასთან ერთად;
ე) პარტნიორთა კრების თავმჯდომარის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ვ) სხდომის დღის წესრიგი;
ზ) პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებები კენჭისყრის შედეგების მითითებით;
თ) კრების მონაწილის მიერ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მიმართ განსხვავებული აზრის გამოთქმის ან წინააღმდეგობის გამოხატვის შემთხვევაში, კრების შესაბამისი მონაწილის ვინაობა და საწინააღმდეგო პოზიციის შინაარსი, თუ ეს პირი მოითხოვს ამ პოზიციის პარტნიორთა კრების ოქმში შეტანა