1. ბათილობის ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული საფუძვლების გარდა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი, თუ სახეზე არ არის ამ კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, ბათილია, თუ:
ა) პარტნიორთა კრების ოქმი არ არის დამოწმებული დადგენილი წესით;
ბ) პარტნიორთა კრება მოწვეულია არაუფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ;
გ) პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ წერილობითი შეტყობინება არ შეიცავს ან არასწორად შეიცავს სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდებას, პარტნიორთა კრების გამართვის ადგილს, თარიღსა ან დაწყების დროს;
დ) დარღვეულია პარტნიორებისათვის პარტნიორთა კრების გამართვის შესახებ გადაწყვეტილების შეტყობინების წესი;
ე) საკითხი, რომელსაც ეხება გადაწყვეტილება, არ შედის პარტნიორთა კრების კომპეტენციაში;
ვ) შეეხება წესდების იმგვარ ცვლილებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს;
ზ) ეწინააღმდეგება კანონის იმ ნორმებს, რომელთა უმთავრესი მიზანია კრედიტორების უფლებების დაცვა.
2. დავა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების ბათილობასთან დაკავშირებით განიხილება სასამართლო წესით.
3. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის ბათილობაზე მითითება დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პარტნიორთა კრების შესაბამისი გადაწყვეტილების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან გასულია 3 წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სასამართლოში კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე დავა ამ ვადის ამოწურვამდე დაიწყ