1. სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად სამეწარმეო საზოგადოებას უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი ორგანო, რომლის კომპეტენცია, ასევე, მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება კანონით და წესდებით.

2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვს ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში - პერსონალურად პასუხისმგებელ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), თუ პარტნიორთა გადაწყვეტილებით სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელად არ დაინიშნებიან სხვა პირები. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება აქვს ხელმძღვანელ პირს/პირებს.

3. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობას:

ა) ერთპიროვნულად ერთი პირის მიერ;

ბ) რამდენიმე ხელმძღვანელი პირის მიერ ერთობლივად ან ცალ-ცალკე;

გ) ყველა ხელმძღვანელი პირის მიერ ერთობლივად.

4. თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ივარაუდება, რომ ყველა ხელმძღვანელი პირი ერთობლივად ახორციელებს ხელმძღვანელობით საქმიანობა