1. ხელმძღვანელი ორგანოების/პირების საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით სამეწარმეო საზოგადოებებს, კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება ჰყავდეთ სამეთვალყურეო საბჭო.

2. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს კონტროლს ხელმძღვანელი ორგანოს/პირების საქმიანობაზე და ხელმძღვანელი ორგანოს ფუნქციები მას არ შეიძლება გადაეცეს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობით, თუ წესდებით გათვალისწინებული არ არის ხმათა უფრო მაღალი უმრავლესობ