1. ხელმძღვანელი პირები ვალდებულნი არიან სამეწარმეო საზოგადოების საქმეებს გაუძღვნენ მართლზომიერად და კეთილსინდისიერი ხელმძღვანელის გულისხმიერებით, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ანალოგიურ პირობებში უნდა ემოქმედა ხელმძღვანელს, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს ქმედება ეკონომიკურად ყველაზე ხელსაყრელია სამეწარმეო საზოგადოებისათვის.
2. სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელმა პირმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას არ დაურღვევია დაკისრებული მოვალეობა.
3. ხელმძღვანელი პირი სამეწარმეო საზოგადოების წინაშე პასუხს აგებს კეთილსინდისიერების მოვალეობის ბრალეული დარღვევით მიყენებული ზიანისთვის. დაუშვებელია წესდებით ან პარტნიორთა გადაწყვეტილებით შეიზღუდოს ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა მოვალეობის განზრახ დარღვევისთვის.
4. ხელმძღვანელი პირის მიერ სამეწარმეო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვთ: ხელმძღვანელ ორგანოს, სხვა ხელმძღვანელს, სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით -თითოეულ პარტნიორს. წესდებით შეიძლება დამატებით განისაზღვროს ის პირი, ვისაც აქვს სამეწარმეო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
5. ხელმძღვანელი პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ მისი ქმედებით ის ასრულებს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარტნიორთა კრების ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას მან ხელი შეუწყო არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ან თუ იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებას მოჰყვებოდა ზიანი და ამის თაობაზე არ შეატყობინა პარტნიორთა კრებას გადაწყვეტილების მიღებამდე ან მის აღსრულებამდე.
6. თუ გარიგების ღირებულება სამეწარმეო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების 50 პროცენტს ან წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას აღემატება, გარიგება უნდა დამტკიცდეს პარტნიორთა კრების მიე