1. ხელმძღვანელი ორგანო წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოებას მესამე პირებთან ურთიერთობებში. ხელმძღვანელი ორგანოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს.
2. თუ ხელმძღვანელი ორგანო რამდენიმე წევრისაგან შედგება, ისინი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებენ მხოლოდ ერთობლივად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წესდება ადგენს ერთი ან რამდენიმე პირის ერთპიროვნულ ან რამდენიმე პირის მიერ ერთობლივ წარმომადგენლობას, ან უშვებს ასეთ შესაძლებლობას. მესამე პირებთან ურთიერთობაში გამოიყენება ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები.
3. თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაჰენტისთვის ცნობილი იყო სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, სამეწარმეო საზოგადოებას აქვს ასეთი ხელშეკრულების შეცილების უფლება. იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაჰენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ სამეწარმეო საზოგადოებას, რომლის სახელითაც მოქმედებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.
4. სამეწარმეო საზოგადოების წინაშე ნების გამოვლენის ნამდვილობისთვის საკმარისია ნების გამოვლენა მხოლოდ ერთი ხელმძღვანელი პირის წინაშე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საზოგადოება დაადასტურებს, რომ ნების გამოვლენისას პირი, ასევე საზოგადოების ის ხელმძღვანელი, რომლის წინაშეც იქნა გამოვლენილი ნება, მიზნად ისახავდნენ სამეწარმეო საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ ქმედებას.
5. იმ სამეწარმეო საზოგადოებაში, რომელშიც სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო. ამ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას კონკრეტულ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობა