1. ხელმძღვანელი პირები ვალდებულნი არიან, დაუყოვნებლივ მოიწვიონ პარტნიორთა კრება, თუ აღმოჩნდა, რომ სამეწარმეო საზოგადოების განთავსებული კაპიტალი შემცირდა ნახევრამდე.
2. თუ სამეწარმეო საზოგადოება გადახდისუუნაროა ან იმყოფება მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე, ხელმძღვანელმა პირებმა, ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ სამეწარმეო საზოგადოების გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არა უგვიანეს 3 კვირისა, უნდა განაცხადონ ამის თაობაზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადება ბრალეულად გაჭიანურებული არ არის, თუ ზემოაღნიშნული პირები მოქმედებენ კეთილსინდისიერების მოვალეობის ჯეროვანი დაცვი