1. კეთილსინდისიერების მოვალეობა არ არის დარღვეული და ხელმძღვანელი პირები არ არიან ვალდებულნი აანაზღაურონ ის ზიანი, რომელიც სამეწარმეო საზოგადოებას მიადგა მათ მიერ მიღებული სამეწარმეო გადაწყვეტილების შედეგად, თუ მათ გონივრულად შეეძლოთ ევარაუდათ, რომ სამეწარმეო გადაწყვეტილებას იღებენ საკმარისი და სანდო ინფორმაციის საფუძველზე, სამეწარმეო საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად და ინტერესთა კონფლიქტის ან სხვათა ზეგავლენის გარეშე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა გადაწყვეტილება მიღებულია კანონით ან წესდებით გათვალისწინებული მოვალეობების დარღვევი