1. ხელმძღვანელი პირები ვალდებულნი არიან პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების ბათილობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წარუდგინონ მარეგისტრირებელ ორგანოს, თუ პარტნიორთა კრების გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე უკვე განხორციელდა რეგისტრაცია.
2. ხელმძღვანელი პირები ვალდებულნი არიან ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ განათავსონ სამეწარმეო საზოგადოების ვებგვერდზე, ან სხვაგვარად აცნობონ პარტნიორებ