1. თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება ხმის უფლების მქონე პარტნიორთა უმრავლესობა. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მასზე წარმოდგენილი ხმის უფლების მქონე პარტნიორების რაოდენობის მიუხედავად.

2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კომანდიტურ საზოგადოებაში ხმათა რაოდენობა გამოითვლება პარტნიორთა რაოდენობის, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის მიხედვით, თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

3. გადაწყვეტილებები პარტნიორთა კრებაზე მიიღება კენჭისყრაში მონაწილე ხმათა უმრავლესობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონით ან წესდებით დადგენილია ხმათა უფრო დიდი უმრავლესობა ან სხვა დამატებითი პირობები. ამ კანონით ან წესდებით გათვალისწინებული თანამდებობის პირების ან/და ორგანოების არჩევისას, ან როცა ალტერნატულ წინადადებებს უნდა ეყაროს კენჭი, წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს განსხვავებულ წესებს, მათ შორის ხმათა უფრო მცირე რაოდენობასა