1. თუ პარტნიორმა წესდების მიხედვით იკისრა შენატანის განხორციელების ვალდებულება, წესდებით განსაზღვრულ ვადაში ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დანარჩენ პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ვალდებულების დამრღვევი პარტნიორის გარიცხვის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა წესდება სხვა რამეს ითვალისწინებს ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას მხოლოდ ორი პარტნიორი ჰყავს. თუ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას მხოლოდ ორი პარტნიორი ჰყავს, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს საზოგადოების დაშლა ამ კანონის IX თავით დადგენილი წესით.

2. ყოველი პარტნიორი უფლებამოსილია სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახელით მოითხოვოს პარტნიორის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ამ მიზნით წარმოადგინოს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება სასამართლოში.

3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახელით სასამართლოში სარჩელით მიმართვის უფლება პარტნიორს აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დამრღვევი პარტნიორი წერილობით იქნება გაფრთხილებული ამის შესახებ და გაფრთხილებიდან ერთი თვის ვადაში არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულება